პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე სააღდგომო ლიტურგიას სიონის ტაძარში ესწრებიან - კვირის პალიტრა

პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე სააღდგომო ლიტურგიას სიონის ტაძარში ესწრებიან

სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში სა­აღ­დგო­მო ლი­ტურ­გია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ლი­ტურ­გი­ას სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე აღას­რუ­ლებს.

პატ­რი­არ­ქმა მრევლს აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა.

ლი­ტურ­გი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლეს გა­აც­ნო­ბენ.

ლი­ტურ­გი­ას ეს­წრე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მი­აბ­რძა­ნე­ბენ წმინ­და ცე­ცხლსაც, რო­მელ­საც იე­რუ­სა­ლი­მი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­აბ­რძა­ნე­ბენ.

იე­რუ­სა­ლიმ­ში, უფ­ლის აღ­დგო­მის ტა­ძარ­ში წმინ­და ცე­ცხლი თბი­ლი­სის დრო­ით, წელს 15:13 სა­ათ­ზე გად­მო­ვი­და.

ზე­ცი­უ­რი ცე­ცხლი იე­რუ­სა­ლი­მის აღ­დგო­მის ტა­ძარ­ში პირ­ვე­ლად III სა­უ­კუ­ნე­ში გად­მო­ვი­და.