სვანეთში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი 3 მოზარდიდან ერთ-ერთი გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

სვანეთში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი 3 მოზარდიდან ერთ-ერთი გარდაცვლილი იპოვეს

სვანეთში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი 3 მოზარდიდან ერთ-ერთი გარდაცვლილი იპოვეს. მდინარესთან ახლოს ნაპოვნია გოგონას ცხედარი.

დანარჩენი ორი მოზარდის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

მდინარე ნაკრაში მაშველები ახალგაზრდებს 2 მაისის შემდეგ ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც მე-12 კლასელები ისხდნენ, მდინარეში გადავარდა.

ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც ავტომობილით მდინარეში გადავარდნენ - "წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა სვანეთში...”