პუტინი "განკითხვის დღის" იარაღის გამოყენებისთვის ემზადება - რა ბრძანება გასცა რუსეთის პრეზიდენტმა - კვირის პალიტრა

პუტინი "განკითხვის დღის" იარაღის გამოყენებისთვის ემზადება - რა ბრძანება გასცა რუსეთის პრეზიდენტმა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მზადყოფნის გაზრდის მიზნით სამხედრო წვრთნებისთვის მზადების დაწყების შესახებ ბრძანება გასცა, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის დავალებით, საბრძოლო მისიების შესასრულებლად არასტრატეგიული ბირთვული ძალების მზადყოფნის გაზრდის მიზნით, გენერალურმა შტაბმა წვრთნების ჩასატარებლად მზადება დაიწყო“, - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, წვრთნები სამხრეთის სამხედრო ოლქის სარაკეტო შენაერთებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ჩართულობით ჩატარდება.

"ინტერპრესნიუსი"