ათასობით ადამიანი ქალაქიდან გარბის, მიდიან ოთხთვალებით, ველოსიპედებით, მანქანებით - რა ხდება ქალაქ რაჰაფში - კვირის პალიტრა

ათასობით ადამიანი ქალაქიდან გარბის, მიდიან ოთხთვალებით, ველოსიპედებით, მანქანებით - რა ხდება ქალაქ რაჰაფში

ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ რაფაჰიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს.

მედიის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ შეშინებული ოჯახები ქალაქს ფეხით, ოთხთვალებით, ველოსიპედებით ან ავტომობილებით ტოვებენ.

რაფაჰიდან მოსახლეობის ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც დღეს დილით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქის აღმოსავლეთ უბნების მცხოვრებლებს და იქ მყოფ დევნილებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა კი გუშინ განაცხადა, რომ რაფაჰში სამხედრო ოპერაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.

ისრაელის გადაწყვეტილებას, შესაძლოა, ხელი შეუწყო გუშინ რაჰაფიდან კერემ შალომის საკონტროლო-გამშვები პუნქტთან ახლოს მდებარე ისრაელის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულმა სარაკეტო თავდასხმამ, რის შედეგადაც ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"