თბილისში ხე წაიქცა და მანქანა დააზიანა - ხე ფესვებიანად არის მოგლეჯილი - კვირის პალიტრა

თბილისში ხე წაიქცა და მანქანა დააზიანა - ხე ფესვებიანად არის მოგლეჯილი

უამინდობის შედეგად, თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე ხე წაიქცა. როგორც დიდუბის გამგეობაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა ერთი ავტომობილი და განათების ბოძი.

მათივე ცნობით, ხე ფესვებიანად არის მოგლეჯილი. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

"ინტერპრესნიუსი"