მაშველებმა სვანეთში, მდინარე ნაკრაში კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

მაშველებმა სვანეთში, მდინარე ნაკრაში კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

ძებნა-შველის ღონისძიებების შედეგად, მაშველებმა სვანეთში, მდინარე ნაკრაში მეორე ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ავტომობილი, სადაც ახალგაზრდები იმყოფებოდნენ, მდინარეში 2 მაისს გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში სამი მოსწავლე, ერთი გოგო და ორი ბიჭი იმყოფებოდა. მაშველებმა რამდენიმე დღის წინ მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი იპოვეს.

"ინტერპრესნიუსი"