"ლევან ხაბეიშვილზე უმოწყალოდ ძალადობდნენ 20 წუთის განმავლობაში - დუმს პროკურატურა, მთავარი პროკურორი..." - რას აცხადებს ადვოკატი - კვირის პალიტრა

"ლევან ხაბეიშვილზე უმოწყალოდ ძალადობდნენ 20 წუთის განმავლობაში - დუმს პროკურატურა, მთავარი პროკურორი..." - რას აცხადებს ადვოკატი

ლევან ხაბეიშვილზე უმოწყალოდ ძალადობდნენ 20 წუთის განმავლობაში. ჩვენი კანონით, ჩვენი კონსტიტუციით ეს უტოლდება წამებას და გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს 144-ე მუხლის პრიმა ნაწილით, რომელსაც არ აქვს ხანდაზმულობა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ იურისტმა ლაშა ტყეშელაძემ გენერალურ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ძალადობა არავის შერჩება.

„დღეს დუმს საქართველოს პროკურატურა და დუმს მთავარი პროკურორი. დღეს დუმს კაციტაძის უწყება და მათ პირდაპირ კანონი ავალდებულებს, რომ აღნიშნული დანაშაული გამოიძიონ. ეს არის მათ კისერზე. ეს არის უმოქმედობით ჩადენილი დანაშაული და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. „ტვ პირველზე“ გავიდა სიუჟეტი, სადაც ჩანს სპეცნომრები „რობოკოპების“ და თუ დაინტერესდებიან ძალიან მარტივი დასადგენია, ვინ არიან, ვინ იძალადა და როგორ იძალადა ლევან ხაბეიშვილზე. მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი საკითხი - ლევან ხაბეიშვილზე უმოწყალოდ ძალადობდნენ 20 წუთის განმავლობაში. ჩვენი კანონით, ჩვენი კონსტიტუციით, ეს უტოლდება წამებას და გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს 144-ე მუხლის პრიმა ნაწილით, რომელიც წამებას ითვალისწინებს, რომელსაც არ აქვს ხანდაზმულობა და მე ყველას შევახსენებ, რომ მათთან აუცილებლად მივა კანონი და სამართალი, რადგან ამ დანაშაულს არ აქვს ხანდაზმულობა და ეს ძალადობა არავის არ შერჩება.“ - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

"ინტერპრესნიუსი"