მაშველებმა სვანეთში დაკარგული მესამე მოზარდის, საბა გვარმიანის ცხედარიც იპოვეს - კვირის პალიტრა

მაშველებმა სვანეთში დაკარგული მესამე მოზარდის, საბა გვარმიანის ცხედარიც იპოვეს

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, მაშველებმა სვანეთში, მდინარე ნაკრაში, დაკარგული მესამე მოზარდის, საბა გვარმიანის ცხედარი იპოვეს.

იქამდე მდინარე ნაკრაში, პატარა ჰესის მიმდებარედ, დილითვე მიაგნეს 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარსაც, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2 მაისს 3 მოზარდი სოფელ ჭუბერიდან ნაკრაში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავარიაში მოყვნენ და მდინარეში გადაცვივდნენ.

14 წლის გოგონას - ეკა ვიბლიანის ცხედარი მაშველებმა მდინარიდან ორი დღის წინ ამოასვენეს.

palitravideo.ge

"ნუ იტყვით ჩემზე ცუდს იქ სადაც მე არვარ!...", - წერია უკანასკნელ პოსტში, საბა გვარმიანის "ფეისბუქგვერდზე", რომელსაც 18 წელი სულ ცოტა ხნის წინ შეუსრულდა...