"დიდი ტრაგედიაა ჩვენი სოფლისთვის" - კასპში მდინარემ მანქანა გაიტაცა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა - კვირის პალიტრა

"დიდი ტრაგედიაა ჩვენი სოფლისთვის" - კასპში მდინარემ მანქანა გაიტაცა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კავთისხევში, მდინარე კავთურამ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი მამაკაცი იჯდა.

"TV მონიტორინგის" ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი მეხანძრე-მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. რაც შეეხება დანარჩენებს, სამიდან ერთმა მდინარიდან გამოსვლა შეძლო, ხოლო კიდევ ერთს შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე ეძებენ.

"კავთურაა ადიდებული. ეს ბიჭები მანქანით ყოფილან და მდინარეში შესულან. როგორც გავიგე, ძლიერმა დინებამ მანქანა გაიტაცა და ისე დაჭეჭყა, რომ გადმოსვლის შანსი თითქმის არ ჰქონდათ. დიდი ტრაგედიაა ჩვენი სოფლისთვის", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.