ქანიე უესტის რუსული ტურნე: ამერიკელი რეპერი მეუღლესთან ერთად მოსკოვს ეწვევა - კვირის პალიტრა

ქანიე უესტის რუსული ტურნე: ამერიკელი რეპერი მეუღლესთან ერთად მოსკოვს ეწვევა

ცნო­ბილ­ი ამე­რი­კელ­ი რე­პე­რი ქა­ნიე უეს­ტი 8 ივ­ნისს მოს­კოვ­ში კონ­ცერტს გა­მარ­თავს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ლუ­ჟ­ნი­კის სტა­დი­ო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე თქმით, რე­პე­რი რუ­სეთს მე­უღ­ლეს­თან, მო­დელ ბი­ან­კა ცენ­სორ­თან ერ­თად ეწ­ვე­ვა.

"მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი წე­ლი­წად­ზე მე­ტია მიმ­დი­ნა­რე­ობს და ქა­ნი­ეს მთა­ვა­რი სურ­ვი­ლია, ნა­ხოს მოს­კო­ვი და მა­გა­რი კონ­ცერ­ტი გა­მარ­თოს", - გა­ნა­ცხა­დეს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა.

მათ აღ­ნიშ­ნეს, რომ რე­პე­რი 8 ივ­ნისს კონ­ცერტს სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­მარ­თავს, მას 47 წელი უს­რულ­დე­ბა.

მა­ნამ­დე რე­პერს არა­ერ­თხელ გა­უ­კე­თე­ბია ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი და ის თავს რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტინს ადა­რებ­და. რუ­სუ­ლი მე­დია ვა­რა­უ­დობს, რომ რუ­სეთ­ში სტუმ­რო­ბი­სას ის პუ­ტინ­საც შეხ­ვდე­ბა. წყარო