"კარი გავაღე და ჩემმა ბიჭმა მეზობლის ბიჭი მომაწოდა, თვითონ კი დინებამ გაიტაცა" - რა ჰყვება მდინარის მიერ გატაცებული ახალგაზრდის მამა - კვირის პალიტრა

"კარი გავაღე და ჩემმა ბიჭმა მეზობლის ბიჭი მომაწოდა, თვითონ კი დინებამ გაიტაცა" - რა ჰყვება მდინარის მიერ გატაცებული ახალგაზრდის მამა

კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ერთი ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა, ერთს კი ეძე­ბენ. შემ­თხვე­ვა სო­ფელ კავ­თის­ხე­ვის სი­ახ­ლო­ვეს მოხ­და.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 30 წლამ­დე ასა­კის სამი ახალ­გაზ­რდა "ნი­სა­ნის" მარ­კის მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლით მდი­ნა­რე კავ­თუ­რას კა­ლა­პოტ­ში შე­ვი­და, რა დრო­საც ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რემ მან­ქა­ნა გა­ი­ტა­ცა.

ავ­ტო­მო­ბილ­ში მყოფ­თა­გან ერ­თმა გა­მოს­ვლა შეძ­ლო, ერთი მათ­გა­ნი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს, მე­სა­მეს კი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი ეძე­ბენ.

დი­ნე­ბის შე­დე­გად გა­ტა­ცე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის მა­მის თქმით, მან სა­მი­დან ერ­თის ამოყ­ვა­ნა შეძ­ლო, ხოლო მისი შვი­ლი ძლი­ერ­მა დი­ნე­ბამ გა­ი­ტა­ცა.

"ხმა­ურ­ზე რომ გა­ვი­ქე­ცი, მან­ქა­ნა უკვე ამოტ­რი­ა­ლე­ბუ­ლი იყო, წყა­ლი გა­და­დი­ო­და ზე­ვი­დან. კა­რეი გა­ა­ღე­თო, ჩემი ბიჭი იძახ­და, მარ­ტო ცხვი­რი უჩან­და, გა­ვა­ღე რო­გორ­ღაც კარი და მე­ზობ­ლის ბიჭი მო­მა­წო­და. ვიდ­რე მოვტრი­ალ­დე­ბო­დი მან­ქა­ნის სა­ხე­ლურ­ზე ხელი ჰქონ­და მო­კი­დე­ბუ­ლი. მოვტრი­ალ­დი თუ არა, ხელი აღარ ეკი­და. დი­ნე­ბამ გა­ი­ტა­ცა." - აცხა­დებს მა­მა­კა­ცი "მთა­ვარ არხთან". წყარო