“წელს სკო­ლას ამ­თავ­რებ­დნენ. გეგ­მავ­დნენ, რო­გო­რი ბოლო ზარი უნდა ჰქო­ნო­დათ და სად აღე­ნიშ­ნათ ბან­კე­ტი… მარადიულ მე-12 კლასელებად დარჩნენ” - რას ჰყვებიან სვანეთში დაღუპულ მოზარდებზე - კვირის პალიტრა

“წელს სკო­ლას ამ­თავ­რებ­დნენ. გეგ­მავ­დნენ, რო­გო­რი ბოლო ზარი უნდა ჰქო­ნო­დათ და სად აღე­ნიშ­ნათ ბან­კე­ტი… მარადიულ მე-12 კლასელებად დარჩნენ” - რას ჰყვებიან სვანეთში დაღუპულ მოზარდებზე

2 მა­ისს სვა­ნეთ­ში, მდი­ნა­რე ნაკ­რას ხე­ო­ბა­ში მომ­ხდარ­მა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვამ მთე­ლი სვა­ნე­თი აა­ტი­რა. უმ­ძი­მე­სია ტრა­გე­დი­ის დე­ტა­ლე­ბი. იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს სამი სი­ცო­ცხლით სავ­სე ახალ­გაზ­რდა იჯდა იმ ავ­ტო­მო­ბილ­ში, რო­მე­ლიც გზი­დან მო­ცურ­და და ხე­ო­ბა­ში გა­და­ვარ­და. სა­უ­ბე­დუ­როდ მან­ქა­ნა­ში მყო­ფი სა­მი­ვე ახალ­გაზ­რდა და­ი­ღუ­პა. არა­ნაკ­ლებ მძი­მე იყო ტრა­გე­დი­ის შემ­დე­გი დღე­ე­ბიც, მთე­ლი სო­ფე­ლი მაშ­ვე­ლებ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე დღე ფეხ­ზე იდგა და და­ღუ­პუ­ლე­ბის ცხედ­რებს ადი­დე­ბუ­ლი მდი­ნა­რის ხე­ო­ბა­ში ეძებ­დნენ. 4-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ ჯერ ეკა ვიბ­ლი­ა­ნი იპო­ვეს. გო­გო­ნას ამოც­ნო­ბა მის­მა ბი­ძამ შეძ­ლო, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან მაშ­ვე­ლებ­თან ერ­თად ჩარ­თუ­ლი იყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში.

მაშ­ვე­ლე­ბი სპეც აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­თა და მძი­მე ტექ­ნი­კის დახ­მა­რე­ბი­თაც მუ­შა­ობ­დნენ. მაშ­ვე­ლებს რთულ გე­ოგ­რა­ფი­ულ პი­რო­ბებ­თან ერ­თად ამინ­დიც უშ­ლი­და ხელს. ხე­ო­ბა­ში გა­და­უ­ღებ­ლად წვიმ­და, მდი­ნა­რე­ე­ბი ადი­დე­ბუ­ლი იყო და ამ­ღვრე­ულ წყალ­ში ხილ­ვა­დო­ბა ძა­ლი­ან და­ბა­ლი იყო. მაშ­ვე­ლებ­თან ერ­თად და­კარ­გუ­ლებს დრო­ნი­თაც ეძე­ბენ.

უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო მათი ძებ­ნის საქ­მე­ში, 7 მა­ისს დი­ლის სა­ა­თებ­ში 14 წლის გი­ორ­გი ვიბ­ლი­ა­ნი იპო­ვეს და იმა­ვე დღეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით საბა გვარ­მი­ა­ნის ცხე­დარ­საც მი­აგ­ნეს. სა­მი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი ერ­თმა­ნე­თის ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან, ეკა და საბა კარ­გი მე­გობ­რე­ბი და თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ, ერთ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დნენ, მე- 12 კლას­ში იყ­ვნენ და ახლა სკო­ლის დამ­თავ­რე­ბა ერ­თად უნდა ეზე­ი­მათ. იმ დღე­საც თურ­მე ბოლო ზა­რის­თვის ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ.

მათ­ზე სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და ნაკ­რას სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორს, სპარ­ტაკ გვარ­მი­ანს. მის თვალ­წინ გა­ი­ზარ­დნენ ეს ბავ­შვე­ბი, სა­მი­ვე მისი ნა­თე­სა­ვია.

სპარ­ტაკ გვარ­მი­ა­ნი:

- არ ვიცი ასეთ დროს რა უნდა ვთქვა. მარ­თლა მი­ჭირს სა­უ­ბა­რი. ეკუ­ნა და საბა ჩემი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი იყ­ვნენ. წელს სკო­ლას ამ­თავ­რებ­დნენ. წინა დღეს ბან­კე­ტის ამ­ბებს გვი­თან­ხმებ­დნენ. გეგ­მავ­დნენ რო­გო­რი ბოლო ზარი უნდა ჰქო­ნო­დათ და სად აღე­ნიშ­ნე­ბათ ბან­კე­ტი. სკო­ლის ეზო­ში ბოლო ზარს გა­ვა­კე­თებთ, სუ­რა­თებს გა­და­ვი­ღებთ, მერე ბან­კე­ტი გვექ­ნე­ბაო. ისეთ­ნა­ი­რად იყ­ვნენ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი და ამაღ­ლე­ბულ გან­წყო­ბა­ზე, ისე უბრწყი­ნავ­დათ თვა­ლე­ბი, მარ­თლა სა­ო­ცა­რი მო­ლო­დი­ნი ჰქონ­დათ. მაგ­რამ არ დაგ­ვცალ­და და მათი გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი არ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა არა­სო­დეს, მა­რა­დი­ულ მე-12 კლა­სე­ლე­ბად დარ­ჩნენ.

- რა მოხ­და იმ დღეს?

- იმ დღე სკო­ლა­ში იყ­ვნენ ორი­ვე, გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ სტა­დი­ონ­ზე ბურთს თა­მა­შობ­დნენ და წა­ვიდ­ნენ. რო­გორც ჩანს, მერე სა­მი­ვე ახლო სო­ფელ­ში ჩა­სუ­ლან, მან­ქა­ნა­ში ბენ­ზი­ნი ჩა­ას­ხეს და მა­ლე­ვე ამობ­რუნ­დნენ სოფ­ლის­კენ, სამი კი­ლო­მეტ­რი ჰქონ­დათ დარ­ჩე­ნი­ლი სახ­ლამ­დე, როცა ეს სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია მოხ­და. ჯერ არა­ვინ იცის მი­ზე­ზი, ფაქ­ტია, მან­ქა­ნა მო­ცურ­და და გა­და­ვარ­და. საბა იჯდა სა­ჭეს­თან, მან­ქა­ნას კარ­გად მარ­თავ­და. გა­მორ­ჩე­უ­ლი ბიჭი იყო თა­ვი­სი ფი­ზი­კუ­რი აღ­ნა­გო­ბით, ადა­მი­ა­ნო­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით, მე­გობ­რე­ბის გვერ­დში დგო­მით. დე­დი­სერ­თაა საბა. კარ­გი სპორ­ტსმე­ნიც იყო, სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და, კა­რა­ტე­ში და­დი­ო­და და შავი ქა­მა­რი ჰქონ­და. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ბუ­ნე­ბა, ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­და და ალ­ბათ გი­ნა­ხავთ კი­დეც მას­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტიც.

ტყე­ში იპო­ვა არჩვი, მო­იყ­ვა­ნა და გა­ზარ­და. ისე ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ცხო­ვე­ლე­ბი, ამ­ბობ­და ვე­ტე­რი­ნა­რი გა­მო­ვალ, ცხო­ვე­ლე­ბის გან­კურ­ნე­ბა რომ შევ­ძლო და მათ და­ვეხ­მა­როო.

სა­ო­ცა­რი ბუ­ნე­ბის ბავ­შვი იყო, ისე­ვე რო­გორც ეკუ­ნა. მუ­დამ მომ­ღი­მა­რი, თვა­ლებ­ციმ­ცი­მა გო­გო­ნა იყო ეკუ­ნა. მას ჰყავს 2 და და ერთი ძმა, ძმა ჩვე­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლეა, დები ჩვე­ნი სკო­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ეკუ­ნა გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო, სულ პო­ზი­ტი­უ­რი, სულ ღი­მი­ლი­ა­ნი ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ და ასეთ ბავ­შვე­ბად დარ­ჩე­ბი­ან. არ ვიცი შევ­ძლებთ თუ არა მათ გა­რე­შე რა­მეს გაგ­რძე­ლებს, არც ის ვიცი რო­გორ შევხდეთ მათ თა­ნაკ­ლა­სელ ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. სა­მი­ვე ჩემი ნა­თე­სა­ვია, ჩემს თვალ­წინ გაზ­რდი­ლე­ბი. გააგრძელეთ კითხვა