სატელეფონო მუქარა და კოლექტიური ლანძღვა-გინება - ვინ დგას ამის უკან და რას გვირჩევს უსაფრთხოების ექსპერტი? - კვირის პალიტრა

სატელეფონო მუქარა და კოლექტიური ლანძღვა-გინება - ვინ დგას ამის უკან და რას გვირჩევს უსაფრთხოების ექსპერტი?

მე­ო­რე დღეა რაც, უც­ნა­უ­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო ნომ­რე­ბით მა­გი­ნე­ბელ­თა არ­მია რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, მათი ოჯა­ხის წევ­რებს, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის აქ­ტი­ვის­ტებ­სა და პო­ლი­ტი­კო­სებს ეს­ხმის თავს - მათ ურე­კა­ვენ და აგი­ნე­ბენ, ეუბ­ნე­ბი­ან, რომ თუ აქ­ცი­ა­ზე გავ­ლენ, ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დე­ბი­ან. ადა­მი­ა­ნებ­თან ზა­რე­ბი ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით შე­დის და თუ ვინ­მე არ პა­სუ­ხობს, იც­ვლე­ბა ყალ­ბი ნომ­რე­ბის ინ­დექ­სე­ბი (თით­ქოს სხვე­ბი და სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან რე­კა­ვენ).

ოპო­ზი­ცი­ა­ში დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ე.წ. ქოლ­ცენ­ტრე­ბის დახ­მა­რე­ბით მოქ­მე­დებს და ეჭვი არ ეპა­რე­ბათ, რომ ამ ხალ­ხის მიღ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დგას, რო­მე­ლიც ის­ტე­რი­კა­შია და ტროლ-ბო­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის და­ში­ნე­ბას ცდი­ლობს.პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი, თა­ვის მხრივ, "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­სა" და მათი ზი­ზღის კამ­პა­ნი­ას უკავ­ში­რებს იმას, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებს გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ურე­კა­ვენ.

პო­ლი­ტო­ლოგ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის აფექ­ტში, დაც­ლი­ლი ინ­ტე­ლექ­ტის­გან, კე­დელ­თან მი­ყე­ნე­ბუ­ლი და ასეთ აგო­ნი­ურ ქმე­დე­ბებს შფო­თე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ახორ­ცი­ე­ლებს, ცდი­ლობს და­ა­ში­ნოს მო­სახ­ლე­ო­ბა, მაგ­რამ ეს სა­პი­რის­პი­რო შე­დეგს გა­მო­ი­ღებს - უფრო მე­ტად შეკ­რავს სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

"სამ­წუ­ხა­როდ, ეს კინო ნა­ნა­ხი გვაქვს ამ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში და ეს მან­კი­ე­რე­ბა მო­რიგ ეტაპ­ზე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უსაქ­ცი­ე­ლო­ბის ახალ და ახალ ფე­რებს იძენს ხოლ­მე. რო­გორც ჩანს, ფსკერს ძირი არ აქვს - რომ გგო­ნია ფსკერ­ზე ხარ, თურ­მე კი­დევ იხვრი­ტე­ბა და კი­დევ ქვე­ვით მივ­დი­ვართ. სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა და გა­სა­გე­ბია, რომ თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით არა­ვინ რე­კავს, ეს არის და­ვა­ლე­ბა, რაც ტრა­გი­კო­მი­კუ­რია. ამის მი­ზა­ნი ხომ ისაა, ვინ­მე შე­ა­ში­ნო, და­ვა­ლე­ბის მიმ­ცემ­თა ძა­ლი­ან მოკ­ლე ჭკუ­ით და ბრიყ­ვი მო­საზ­რე­ბით, ეს და­ში­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

რე­ა­ლუ­რად, ამი­სი არა­ვის ეში­ნია, ეს კი­დევ უფრო მეტ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას გა­მო­იწ­ვევს და ასე­თი ქმე­დე­ბე­ბი პი­რი­ქით, კი­დევ უფრო მე­ტად შეკ­რავს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ასე რომ, ეს არის აფექ­ტის შე­დე­გი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის აფექ­ტში, დაც­ლი­ლი ინ­ტე­ლექ­ტის­გან, კე­დელ­თან მი­ყე­ნე­ბუ­ლი და შფო­თე­ბის და სიზ­მრე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე რა­ღაც აგო­ნი­ურ ქმე­დე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებს, მეტი არა­ფე­რი. ახლა კი­დევ პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რა­ღაც რე­ესტრს შევ­ქმნი­თო, მო­რი­გი სი­სუ­ლე­ლე წა­მო­რო­შა. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი აგო­ნია, აგო­ნია გან­წი­რუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, სხვა რა?

ამათ ტრო­ლე­ბის და ბო­ტე­ბის მთე­ლი ინ­დუსტრია აქვთ შექ­მნი­ლი და ისი­ნი მარ­ტო კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე ხომ არ აკა­კუ­ნე­ბენ, ალ­ბათ ლა­პა­რა­კიც შე­უძ­ლი­ათ. მათ მო­რა­ლის­გან და ზნე­ო­ბის­გან დაც­ლი­ლი მთე­ლი არ­მია ჰყავთ შექ­მნი­ლი, ალ­ბათ მათ ავა­ლე­ბენ და აკე­თე­ბი­ნე­ბენ ამ უმ­სგავ­სო­ბას.

"გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბე­ბის" კი­ნოც ნა­ნა­ხი გვაქვს, მათ შო­რის ვი­თომ მზად­დე­ბო­და, მა­გა­ლი­თად, ჭი­კა­ი­ძის "სა­ბუ­რა­ვე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­აც". ამათ მჭა­დი გა­და­ატ­რი­ა­ლონ, არ და­ეწ­ვათ, ეს სჯობს ყვე­ლა­ფერს. მათი ეს მცდე­ლო­ბე­ბი არაფ­რის მომ­ტა­ნია, მათ რე­ა­ლუ­რად არ აქვთ ძალა, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თონ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან არას­წო­რი წარ­მოდ­გე­ნის არი­ან რო­გორც სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე, ასე­ვე ქარ­თველ ხალ­ხზე, ასე ამი­ტომ იქ­ცე­ვი­ან. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს ბუ­მე­რან­გი­ვით შე­უბ­რუნ­დე­ბათ და იმა­ზე უფრო მძი­მე ფორ­მით მოხ­ვდე­ბათ თავ­ში, რაც აქამ­დე ჯერ კი­დევ იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი“.

ან­დრო გო­ცი­რი­ძე, კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი:

"რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი­დან ჩანს, მუ­ქა­რის ზა­რე­ბის ად­რე­სა­ტე­ბი არი­ან სო­ცი­ა­ლუ­რად აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ისი­ნი, ვინც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბას, გა­მო­ხა­ტა­ვენ პრო­ტესტს და აკ­რი­ტი­კე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ეს ზა­რე­ბი კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა და მიზ­ნად ისა­ხავს საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტის ჩახ­შო­ბას, და­ში­ნე­ბას, ტე­რო­რის ატ­მოს­ფე­როს შექ­მნას. ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად ასეთ ზა­რებს ახორ­ცი­ე­ლებს პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ქოლ-ცენ­ტრებ­შიც იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. იხილეთ სრულად