ვინ არის ქართველი ახალგაზრდა, რომელმაც ამერიკული სამართლის სკოლის სასტიპენდიო პროგრამის დაფინანსება მოიპოვა და სწავლას აგრძელებს აშშ-ში, ჩიკაგო-კენტის უნივერსიტეტში - კვირის პალიტრა

ვინ არის ქართველი ახალგაზრდა, რომელმაც ამერიკული სამართლის სკოლის სასტიპენდიო პროგრამის დაფინანსება მოიპოვა და სწავლას აგრძელებს აშშ-ში, ჩიკაგო-კენტის უნივერსიტეტში

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული ეკა ფოჩხუა სწავლას აგრძელებს აშშ-ში, ჩიკაგო-კენტის უნივერსიტეტში, საერთაშორისო კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.

ეკამ მოიპოვა ამერიკული სამართლის სკოლის (SAL) სასტიპენდიო პროგრამის დაფინანსება.სამაგისტრო პროგრამა ორსაფეხურიანია და მოიცავს სწავლას როგორც საქართველოში, ასევე LL.M სემესტრს ილინოისის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში. იგი დაინტერესებულია საერთაშორისო კერძო სამართლის მიმართულებით და ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაც აირჩია იმისთვის, რომ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება დააგროვოს ამ კუთხით.