"ქალბატონო სალომე, გთხოვთ, შემიწყალოთ. მას ფოსტით განცხადებას ვუგზავნი. ახლა ის დროა, როცა ყველა ქართველი ერთად უნდა ვიყოთ" - რა ვიდეოს აქვეყნებს გოგი წულაია? - კვირის პალიტრა

"ქალბატონო სალომე, გთხოვთ, შემიწყალოთ. მას ფოსტით განცხადებას ვუგზავნი. ახლა ის დროა, როცა ყველა ქართველი ერთად უნდა ვიყოთ" - რა ვიდეოს აქვეყნებს გოგი წულაია?

ემიგრაციაში მყოფი პოლიტიკოსი - გოგი წულაია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, შეწყალების თხოვნით და მას ფოსტით სპეციალურ განცხადებას უგზავნის, თვლის, რომ ამჟამად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში აქტიურად უნდა იყოს ჩართული და სამშობლოში ყოფნის შესაძლებლობა უნდა მიეცეს:

"შეწყალების თხოვნა ნიშნავს აღიარო დანაშაული, მაგრამ ჩემი ადგილი ახლა არის საქართველოში, იმ ახალგაზრდების გვერდით. ამიტომ, ქალბატონო სალომე, გთხოვთ, შემიწყალოთ"