ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის ფინალშია - კვირის პალიტრა

ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის ფინალშია

ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის ფინალშია.

წელს "ევ­რო­ვი­ზი­ის" სიმ­ღე­რის კონ­კურსს შვე­დე­თი მას­პინ­ძლობს. დღე­ვან­დე­ლი დღე ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან სცე­ნა­ზე ჩვე­ნი კონ­კურ­სან­ტი წარ­დგა.

სა­ქარ­თვე­ლო ნუცა ბუ­ზა­ლა­ძემ წა­რად­გი­ნა სიმ­ღე­რით "Firefighter". სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მე­თერ­თმე­ტე ნომ­რად გა­მო­ვი­და და უნდა ით­ქვას, რომ საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვი ნო­მე­რიც შეს­თა­ვა­ზა მა­ყუ­რე­ბელს. ნუ­ცამ სცე­ნა­ზე ნამ­დვი­ლი ცე­ცხლი და­ან­თო. "მიყ­ვარ­ხარ სა­ქარ­თვე­ლო" - ამ სი­ტყვე­ბით და­ას­რუ­ლა ქარ­თველ­მა კონ­კურ­სან­ტმა გა­მოს­ვლა.

ნუ­ცას ბედი კონ­კურ­სში შე­სუ­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. აქვე უნდა ვთქვათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სი წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის ხმის მი­ცე­მა არ შე­ეძ­ლოთ, ამი­ტომ უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი და გა­დამ­წყვე­ტი იყო. 7 წლი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ ნუ­ცამ შეძ­ლო ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ფი­ნალ­ში გა­ეყ­ვა­ნა.

ფი­ნალ­ში გა­და­ვიდ­ნენ: ლატ­ვია, ავ­სტრია, ნი­დერ­ლან­დე­ბი, ნორ­ვე­გია, ის­რა­ე­ლი, სა­ბერ­ძნე­თი, ეს­ტო­ნე­თი, შვე­ი­ცა­რია, სა­ქარ­თვე­ლო, სომ­ხე­თი.