ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის ფინალშია
ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის ფინალშია.
წელს "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსს შვედეთი მასპინძლობს. დღევანდელი დღე ქართველი მსმენელისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სცენაზე ჩვენი კონკურსანტი წარდგა.
საქართველო ნუცა ბუზალაძემ წარადგინა სიმღერით "Firefighter". საქართველოს წარმომადგენელი მეთერთმეტე ნომრად გამოვიდა და უნდა ითქვას, რომ საკმაოდ შთამბეჭდავი ნომერიც შესთავაზა მაყურებელს. ნუცამ სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთო. "მიყვარხარ საქართველო" - ამ სიტყვებით დაასრულა ქართველმა კონკურსანტმა გამოსვლა.
ნუცას ბედი კონკურსში შესული ხმების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული. აქვე უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს თავისი წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა არ შეეძლოთ, ამიტომ უცხოეთში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი იყო. 7 წლიანი ლოდინის შემდეგ ნუცამ შეძლო ჩვენი ქვეყანა ფინალში გაეყვანა.
ფინალში გადავიდნენ: ლატვია, ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ისრაელი, საბერძნეთი, ესტონეთი, შვეიცარია, საქართველო, სომხეთი.