"ამდენი ხანია ჩუმად ხარ და კიდევ "ევროვიზიას" აბრალებ, ხმას არ მაღებინებენო" - რატომ საყვედურობენ ნუცა ბუზალაძეს: დაძაბულობა კონკურსის პარალელურად და მომღერლის პასუხი
გუშინ, შვედეთში ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი გაიმართა, სადაც ქართველი კონკურსანტი ნუცა ბუზალაძე ფინალში გადავიდა. 2016 წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ფინალშია. 11 მაისს 23:00 საათზე ნუცა ბუზალაძე 24-ე ნომრად იმღერებს.
წელს "ევროვიზიის" ფინალში 26 ქვეყანა წარდგება, მათ შორის არის საქართველო.
ნუცა ბუზალაძის „ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობას წინ არაერთი სკანდალი უძღოდა. მათ შორის სტუმრობა რუსეთში, მეგობრის დაბადების დღეზე. ნუცას ასევე არაერთხელ შეახსენეს რუსულ კონკურსში მონაწილეობა. მას ასევე აკრიტიკებდნენ მმართველი პარტიის მხარდაჭერის და ბერა ივანიშვილთან მეგობრობის გამო.
ცოტა ხნის წინ, საქართველოში მიმდინარე აქციების ფონზე, როდესაც მოსახლეობის ნაწილი რუსთაველის გამზირზე „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ აპროტესტებდა, სოციალურ ქსელში ბუზალაძეს, როგორც სხვა არაერთ ქართველ ვარსკვლავს, პოზიციის დაფიქსირებას სთხოვდნენ.
მოგვიანებით გავრცელდა „სქრინი“, სადაც ბუზალაძე წერდა, რომ „ევროვიზიაზე“ მონაწილეობის გამო, მას არ ჰქონდა პოზიციის დაფიქსირების საშუალება. მოგვიანებით კომენტარი წაშალა.
"ჩვენ არაფერი გვითხოვია ნუცა, შენით იბრალებ რაღაცებს. ამდენი ხანია ჩუმად ხარ და კიდევ "ევროვიზიას" აბრალებ, ხმას არ მაღებინებენო. იმ კონკურსს, რუსეთი რომ გამოთიშა ომის გამო? სულელები გგონივართ? თქვი სიმართლე, რატომ არ იღებ ხმას, ისედაც ხომ ვიცით, ჩვენო „ზალატაია“ - მსგავსი კომენტარები ნუცას ინსტაგრამის გვერდზე დღემდე იძებნება.
გუშინ, კონკურის მიმდინარეობის დროს ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა ისევ დაიძაბა, რის გამოც, საზოგადოების ნაწილი ღიად წერდა, რომ ახლა "ევროვიზიის“ დრო ნამდვილად არ იყო. წინა წლებთან შედარებით, წელს ნაკლებად შეხვდებოდით კრიტიკულ პოსტებსაც, მოსახლეობამ დუმილი არჩია... გააგრძელეთ კითხვა