წვიმა, ელჭექი, სეტყვა, ქარი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 12-13 მაისს? - კვირის პალიტრა

წვიმა, ელჭექი, სეტყვა, ქარი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 12-13 მაისს?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 - 13 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.