"გამთენიამდე სახლთან მოაწყვეს ჩასაფრება, სადარბაზო ააჭრელეს წარწერებითა და პლაკატებით - ვარ მტკიცე როგორც არასდროს!" - კვირის პალიტრა

"გამთენიამდე სახლთან მოაწყვეს ჩასაფრება, სადარბაზო ააჭრელეს წარწერებითა და პლაკატებით - ვარ მტკიცე როგორც არასდროს!"

პოეტის, რატი ამაღლობელის ინფორმაციით, მის სახლთან გამთენიამდე ჩასაფრება მოაწყვეს.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ამაღლობელი აღნიშნავს, მისი სადარბაზო ააჭრელეს წარწერებითა და პლაკატებით.

„ბევრი მირეკავს, მწერს, მეგობრებო, კარგად ვარ, გამთენიამდე სახლთან მოაწყვეს ჩასაფრება, სადარბაზო ააჭრელეს წარწერებითა და პლაკატებით.

ძალიან მალე დამკვეთები შემსრულებლებთან ერთად დადგებიან და საკუთარი ხელით გაწმენდენ კედლებს, სადარბაზოებს. ვარ მტკიცე როგორც არასდროს. გავიმარჯვებთ სახელოვნად“, - წერს ამაღლობელი.