"თქვენც გატყუებენ... შენი ცხოვრება შენ უნდა იცხოვრო და ერთხელ უნდა მოკვდე, ერთხელ უნდა მიიღო გადაწყვეტილება" - რას აცხადებს ნინო კასრაძე? - კვირის პალიტრა

"თქვენც გატყუებენ... შენი ცხოვრება შენ უნდა იცხოვრო და ერთხელ უნდა მოკვდე, ერთხელ უნდა მიიღო გადაწყვეტილება" - რას აცხადებს ნინო კასრაძე?

მსახიობი ნინო კასრაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მთავრობას მიმართავს:

"ხელისუფლებას ერთ რამეს ვეტყვი, რომ გამოდით თქვენი წრიდან. ყოველთვის ასე აგდებით, დამცირებით რომ უყურებთ სხვებს, გამოდით, გაიხედეთ, მოისმინეთ, თქვენც წრეში ხართ მოქცეული, თქვენც გატყუებენ. ამ ცემის მერე საზოგადოების დიდ ნაწილს ექნება დიდი პროტესტი. შენი ცხოვრება შენ უნდა იცხოვრო და ერთხელ უნდა მოკვდე, ერთხელ უნდა მიიღო გადაწყვეტილება, ერთხელ... ეს შენი გადასაწყვეტია და არა ვიღაცის" - აღნიშნავს ნინო კასრაძე "ტვ პირველთან" საუბრისას.

"ჩვენ გვახსოვს, რომ ციხეში ცემის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი. მე მაშინ მახსოვს აღშფოთებული ადამიანები და ამან შეცვალა არჩევნების ბედი. მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას?" - წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.

იხილეთ ვიდეო