"ბევრი მნიშვნელოვანი დასავლელი პოლიტიკოსი ჩამოვა, ძალიან სერიოზული გზავნილები ექნებათ მთავრობის მიმართ და ისინი ამას ვერ გაუძლებენ - იქნება ზეწოლა შიგნიდან და გარედან" - კვირის პალიტრა

"ბევრი მნიშვნელოვანი დასავლელი პოლიტიკოსი ჩამოვა, ძალიან სერიოზული გზავნილები ექნებათ მთავრობის მიმართ და ისინი ამას ვერ გაუძლებენ - იქნება ზეწოლა შიგნიდან და გარედან"

ბევრი მნიშვნელოვანი დასავლელი პოლიტიკოსი ჩამოვა, მათ ძალიან სერიოზული გზავნილები ექნებათ მთავრობის მიმართ და ისინი ამას ვერ გაუძლებენ - იქნება ზეწოლა შიგნიდან და გარედან, - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა, რომელიც აქციის მონაწილეებთან ერთად მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიდის.

მისივე თქმით, აგრესია, რომელიც მთავრობისგან მოდის, მათ უკან შემოუბრუნდებათ.

“ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, როგორი რუსული მეთოდებიც არ უნდა გამოიყენოს, ქართველი ხალხი პროევროპული ხალხია, რომელიც რუსეთის ნაწილი ვერასოდეს გახდება. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ევროპის ნაწილი გახდნენ. ამიტომ, მთავრობა შეეშვას ამ რუსულ მეთოდებს. მთელი ის აგრესია, რაც მათგან მოდის, მათვე შემოუბრუნდებათ. ეს ბრძოლა შედეგამდე, რა თქმა უნდა, მივა. ჩვენ მიზანს მივაღწევთ, ასე იქნება. რაც შეეხება დასავლეთიდან ყურადღებას, დასავლეთი ყოველთვის იდგა და იდგება ქართველი ხალხის გვერდით. ეს არის ის, რაც უნდა გვახსოვდეს. ბევრი მნიშვნელოვანი დასავლელი პოლიტიკოსი ჩამოვა, მათ ძალიან სერიოზული გზავნილები ექნებათ მთავრობის მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამას ვერ გაუძლებენ. ეს არის ზეწოლა შიგნიდან და გარედან.

აქ საუბარი კანონზე არ არის. აქ ის ხდება, რომ მათ ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავთ და ეს უნდა შეცვალონ. ამის ნება არავის აქვს”, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

"ინტერპრესნიუსი"