"გადავწყვიტეთ, ქაშვეთის ტაძრის კარი დაიკეტოს ჩვეულ დროს... აქამდე ტაძარი აქციების დასრულებამდე ღია იყო" - საპატრიარქო - კვირის პალიტრა

"გადავწყვიტეთ, ქაშვეთის ტაძრის კარი დაიკეტოს ჩვეულ დროს... აქამდე ტაძარი აქციების დასრულებამდე ღია იყო" - საპატრიარქო

ქაშ­ვე­თის ტაძ­რის კარი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს, ექ­სცე­სე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, და­კე­ტი­ლი იქ­ნე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

"რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2024 წლის 10 მა­ისს ქაშ­ვე­თის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში მოხ­და სამ­წუ­ხა­რო ინ­ცი­დენ­ტი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შემ­დგო­მი შე­საძ­ლო ექ­სცე­სე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რათა ტა­ძა­რი და­ი­კე­ტოს ჩვე­ულ დროს. აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ამ დრომ­დე ტა­ძა­რი ამა თუ იმ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე (ხში­რად დი­ლის სამ, ოთხ სა­ა­თამ­დე) ღია იყო" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სა­პატ­რი­არ­ქოს ტე­ლე­ვი­ზი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 10 მა­ისს, გამ­თე­ნი­ი­სას, კონ­კრე­ტულ­მა პი­რებ­მა სა­კურ­თხე­ველ­ში შეს­ვლა მო­ი­თხო­ვეს, უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ კი სა­სუ­ლი­ე­რო პირს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

"სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი მოხ­და ლი­ტურ­გი­ის და­წყე­ბამ­დე, ტა­ძარ­ში ახალ­გაზ­რდე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ და პირ­ვე­ლი რაც გა­ვი­გე, ხმა­უ­რი და უპა­ტივ­ცე­მუ­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი იყო. მო­ვიდ­ნენ აღ­სავ­ლის კარ­თან, დი­ა­კონს სთხო­ვეს, შე­ვალთ სა­კურ­თხე­ველ­შიო. უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ დად­გნენ გა­სას­ვლელ კარ­თან და უპა­ტივ­ცე­მუ­ლოდ იქ­ცე­ოდ­ნენ. მსა­ხუ­რე­ბას ვი­წყებ­დით და პრო­ტო­დი­ა­კო­ნი მი­ვი­და მათ­თან, სთხო­ვა არ ეხ­მა­უ­რათ, რად­გან წირ­ვას ვი­წყებ­დით, მა­საც შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

შემ­დეგ მეც მი­ვე­დი, ვთხო­ვე გა­რეთ გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ, გა­მო­ვიდ­ნენ, მაგ­რამ იქ უა­რე­სად და­ი­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცია. და­ი­წყეს მუ­ქა­რე­ბი, ცოტა ხანი გვა­ცა­დეთ და თქვენ გაჩ­ვე­ნებ­თო. სი­ძულ­ვი­ლის ენით გვე­სა­უბ­რე­ბოდ­ნენ. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამას შე­ეს­წრნენ, ძა­ლი­ან და­ი­ძაბ­ნენ. მათ ვთხო­ვე არ ჩა­რე­უ­ლიყ­ვნენ ამ ინ­ცი­დენ­ტში. წა­ვიდ­ნენ აქე­დან ეს ახალ­გაზ­რდე­ბი გი­ნე­ბით" - ამ­ბობს ტაძ­რის მღვდელმსა­ხუ­რი, დე­კა­ნო­ზი და­ვით დე­ლი­ბაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, დღეს სა­ღა­მოს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე "ევ­რო­პუ­ლი მარ­შია" და­გეგ­მი­ლი.