"25 წელია ამას ვამბობ: "ევროვიზიის" საშინელ კონკურსს არაფერი ეშველება, სანამ..." - რას წერს ზაზა შენგელია - კვირის პალიტრა

"25 წელია ამას ვამბობ: "ევროვიზიის" საშინელ კონკურსს არაფერი ეშველება, სანამ..." - რას წერს ზაზა შენგელია

"ევ­რო­ვი­ზია 2024"-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მოვ­ლინ­და - კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვა შვე­ი­ცა­რი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ნე­მომ, სიმ­ღე­რით The Code, რო­მელ­მაც, ჯამ­ში 591 ქულა მი­ი­ღო. შე­სა­ბა­მი­სად, მო­მა­ვა­ლი ევ­რო­ვი­ზი­ის მას­პინ­ძე­ლიც ეს ქვე­ყა­ნა იქ­ნე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე კი ჯამ­ში 34 ქუ­ლით 21-ე ად­გილ­ზე გა­ვი­და.

"ბრა­ვო რე­კორ­დის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ზაზა შენ­გე­ლია "ევ­რო­ვი­ზი­ის" წლე­ვან­დელ კონ­კურსს აფა­სებს და წერს:

"25 წე­ლია ამას ვამ­ბობ: Eurovision Is The Most ბ ა ნ ძ ი Song Contest In The World, თა­ვის წლე­ვან­დე­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლით… ჯერ ჰარი სთა­ილ­სი რა არის და მერე კი­დევ სა­დაც მისი “ჩი­ნურ-სუ­რო­გა­ტუ­ლი” ვერ­სია იმარ­ჯვებს ამ მას­შტა­ბის კონ­კურ­სში, იქ რა­ი­მე ღი­რე­ბულ­ზე სა­უ­ბა­რიც კი ზედ­მე­ტია… ევ­რო­ვი­ზი­ის სა­ში­ნელ კონ­კურსს არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა, სა­ნამ არ შე­იც­ვლე­ბა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის გა­მოვ­ლე­ნის სის­ტე­მა და სა­ნამ ამ კონ­კურსს სა­ი­მონ ქა­უ­ე­ლის, ენ­დრიუ ლოიდ-ვე­ბე­რის ან სა­ი­მონ ფუ­ლე­რის დო­ნის მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი არ მო­კი­დებს ხელს და არ მი­ა­ბამს მას მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან რე­ქორდ ლე­იბ­ლებს, რო­გორც ეს “X Factor”-ის და “Pop Idol”-ის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და…" - წერს ზაზა შენ­გე­ლია.