ნუცა ბუზალაძის პირველი კომენტარი "ევროვიზიის" დასრულების შემდეგ - კვირის პალიტრა

ნუცა ბუზალაძის პირველი კომენტარი "ევროვიზიის" დასრულების შემდეგ

"ევ­რო­ვი­ზია 2024"-ზე სა­ქარ­თვე­ლომ 21-ე ად­გილ­ზე და­ი­კა­ვა. კონ­კურ­სის ფი­ნალ­ში ჯამ­ში 26 ქვე­ყა­ნა წარ­დგა.

სა­ქარ­თვე­ლომ ჟი­უ­რის ქუ­ლე­ბი შემ­დე­გი ქვეყ­ნე­ბი­დან მი­ი­ღო: 7 ქულა - აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­გან, 2 ქულა - მალ­ტის­გან, 2 ქულა - ის­რა­ე­ლის­გან, 1 ქულა - ნორ­ვე­გი­ის­გან, 3 ქულა კი სომ­ხე­თის­გან. მა­ყუ­რებ­ლის­გან კი 19 ქულა მი­ი­ღო.

კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბა შვე­ი­ცა­რი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ ნე­მოს, ერგო.

ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე გულ­შე­მატ­კივ­რებს სა­კუ­თარ ემო­ცი­ებს უზი­ა­რებს და ამ­ბობს, რომ მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გით ბედ­ნი­ე­რია.

"სი­მარ­თლე, გი­თხრათ, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, იმ შე­დე­გით, რაც დადო სა­ქარ­თვე­ლომ წელს. როცა ამ­დენ­წლი­ა­ნი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლო, ის ფაქ­ტიც, რომ ჩვენ მოვ­ხვდით ფი­ნალ­ში და ჩვენ­მა დრო­შამ ამა­ყად იფ­რი­ა­ლა ფი­ნალ­ში, ეს არის ჩვენ ძა­ლი­ან დიდი გა­მარ­ჯვე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს ამ სიმ­ღე­რას "Firefighter“-ს, ბევ­რმა შე­იყ­ვა­რა და ყვე­ლამ აღ­ნიშ­ნა, რომ გვქონ­და სა­უ­კე­თე­სო გა­მოს­ვლე­ბი, ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. იმ ადა­მი­ა­ნებს მინ­და მივ­მარ­თო, ვი­საც გა­უ­ხარ­და ჩვე­ნი ფი­ნალ­ში გას­ვლა და იყო ამა­ში ჩარ­თუ­ლი. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ, რომ გვერ­დში ედე­ქით ჩვენს ქვე­ყა­ნას და არა მე. ფი­ნალ­ში გვქონ­და ყვე­ლა­ზე კარ­გი გა­მოს­ვლა, ძა­ლი­ან დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვი­ღე. ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სი და სი­ახ­ლე­ებს გა­გი­ზი­ა­რებთ." - ამ­ბობს ნუცა.

"ინტერპრესნიუსი"