"ნემო პირველი გამარჯვებულია, რომელმაც ჯილდო პირდაპირ ეთერში დაამსხვრია" - როგორი იყო "ევროვიზიის" სკანდალები - კვირის პალიტრა

"ნემო პირველი გამარჯვებულია, რომელმაც ჯილდო პირდაპირ ეთერში დაამსხვრია" - როგორი იყო "ევროვიზიის" სკანდალები

"ევ­რო­ვი­ზი­ის" სკან­და­ლუ­რი 68-ე კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი შვე­ი­ცა­რი­ე­ლი მო­ნა­წი­ლე გახ­და. წლის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მუ­სი­კა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი­სა და კონ­კურ­სან­ტე­ბის გა­მო­თიშ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად ჩა­ტარ­და.

შვე­ი­ცა­რი­ე­ლი მომ­ღე­რა­ლი ნემო ევ­რო­ვი­ზი­ის ფი­ნალ­ში სიმ­ღე­რით The Code-ით წარ­სდგა. სიმ­ღე­რა ჰიპ-ჰო­პი­სა და ოპე­რის უცხო სინ­თე­ზი იყო და მან ჟი­უ­რის კენ­ჭისყრა­ში სა­ერ­თო ქუ­ლე­ბის ნა­ხე­ვა­რი და­იმ­სა­ხუ­რა.

ცო­ცხა­ლი მუ­სი­კის მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ უდი­დეს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ჰო­ლან­დი­ე­ლი კონ­კურ­სან­ტი იუსტ კლა­ი­ნი ფი­ნა­ლი­დან მას შემ­დეგ იყო დის­კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, რაც მას პრო­დი­უ­სე­რე­ბის ჯგუ­ფის წევრ ერთ-ერთ ქალ­თან ინ­ცი­დენ­ტი მო­უხ­და. ჰო­ლან­დი­ელ­მა ჟი­უ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, რო­მელ­მაც კლა­ი­ნი გაგ­ზავ­ნა კონ­კურ­სზე, აღ­ნიშ­ნა, რომ "შო­კი­რე­ბუ­ლი იყო არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით" და შოუს მი­წუ­რულს ქუ­ლე­ბის გა­და­ცე­მა­ზე უარი თქვა.

პო­ლი­ტი­კუ­რად დატ­ვირ­თულ კონ­კურ­სზე ატ­მოს­ფე­რო კი­დევ უფრო დამ­ძიმ­და მას შემ­დეგ, რაც კლა­ინ­მა ის­რა­ე­ლის კონ­კურ­სზე ყოფ­ნის შე­სა­ხებ თა­ვი­სი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­ხა­ტა.

ევ­რო­პის მა­უ­წყე­ბელ­თა კავ­შირ­მა (EBU) ის­რა­ე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ ედენ გო­ლანს კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა მას შემ­დეგ მის­ცა, რაც მისი ბა­ლა­დის, Hurricane-ის ტექ­სტი და სა­ხელ­წო­დე­ბა შეც­ვა­ლეს. სიმ­ღე­რა "ჰა­მა­სის" 7 ოქ­ტომ­ბრის ტრავ­მულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე სა­უბ­რობ­და და მისი თავ­და­პირ­ვე­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა "ოქ­ტომ­ბრის წვი­მა" იყო. იხილეთ სრულად