"გუშინდელი აქციის "კარწინკას" ხომ არ გაგონებთ? რა ადვილი გასაშიფრია ამათი ნაბიჯები" - რა ფოტოებს ავრცელებს და რას წერს ლალი მოროშკინა? - კვირის პალიტრა

"გუშინდელი აქციის "კარწინკას" ხომ არ გაგონებთ? რა ადვილი გასაშიფრია ამათი ნაბიჯები" - რა ფოტოებს ავრცელებს და რას წერს ლალი მოროშკინა?

პიარის სპეციალისტი ლალი მოროშკინა გუშინდელ აქციას ეხმაურება და წერს:

klimtisnaxati-1715518821.jpg

"პირველ ფოტოზე გუსტავ კლიმტის "ყაყაჩოების ყანაა", მეორეზე კი ტვინის ნეირონები. გუშინდელი აქციის "კარწინკას" ხომ არ გაგონებთ?

naxati22-1715518856.jpg

ესეც აკერმანის PR-ია.

ანახე ბრბოს ჯერ არნახული, ესთეტიკური, ამაღელვებელი სურათი, რომლის შემოქმედად თავის თავსაც ჩათვლის და თვითშეფასება მოემატება, ამბიციური, ზომბირებული ბრბო ადვილად გამოგყვებათ შემდეგი "სასწაულის" მოლოდინში, რადგან ის უკვე თავად "ღმერთია".

ძვირფასო "ოცნება", რავი, PR არ გვინდაო, არადა, რა ადვილი გასაშიფრია ამათი ნაბიჯები. თუ არ დამეზარა, დღეს "მალევიჩის" სასწაულსაც გაგიშიფრავთ", - წერს მოროშკინა.

moroshkina-1715518251.jpg