"კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა „აბა, რა არის ამ კანონში რუსული?“ ამას ვერ შეცვლის, წერეთ და იკითხეთ" - კვირის პალიტრა

"კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა „აბა, რა არის ამ კანონში რუსული?“ ამას ვერ შეცვლის, წერეთ და იკითხეთ"

ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა „აბა, რა არის ამ კანონში რუსული?“ ამას ვერ შეცვლის, წერეთ და იკითხეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, პრემიერ ირაკლი კობახიძის დღევანდელი გამოსვლაც რუსულია და „ამ რუსულ მდგომარეობაში არავინ არ დაბრუნდება“.

„ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა „აბა რა არის ამ კანონში რუსული?“ ამას ვერ შეცვლის - წერეთ და იკითხეთ. ეს კანონის არის რუსული, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ დღეს უკვე ეს კანონი სიმბოლო გახდა - წაიღებთ, არ წაიღებთ, შეცვლით, არ შეცვლით. რეალურად, თქვენივე სიტყვები და საზოგადოებაზე ძალადობა რუსულია. ეს ის მეთოდებია, რომელიც წარსულს ჩაბარდა და რომელსაც აცოცხლებთ. მე რომ პრემიერმა დამასწრო - მისი გამოსვლაც რუსულია და ამ რუსულ მდგომარეობაში არავინ დაბრუნდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"