გუკა რჩეულიშვილი, სავარაუდოდ, პარლამენტთან დააკავეს - "დავინახე, როგორ შეათრიეს ბორკილებით და გაიყვანეს" - კვირის პალიტრა

გუკა რჩეულიშვილი, სავარაუდოდ, პარლამენტთან დააკავეს - "დავინახე, როგორ შეათრიეს ბორკილებით და გაიყვანეს"

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ი­სას და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი­ცაა. ინ­ფორ­მა­ცი­ას გუ­კას მე­გობ­რე­ბი და აქ­ტი­ვის­ტე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ თა­ვად და­ი­ნა­ხეს, რო­გორ გა­იყ­ვა­ნეს რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი ხელ­ბორ­კი­ლე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა/

"ახლა და­ვი­ნა­ხე კადრში: ვა­ჟი­კო მარი და გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი შე­ათ­რი­ეს და ბორ­კი­ლე­ბით გა­იყ­ვა­ნეს" - წე­რენ ისი­ნი.

"აბა დრო­ზე გა­იღ­ვი­ძეთ" - წერ­და რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გუკა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქ­ცი­ა­ზე წას­ვლის­კენ მო­უ­წო­დებ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დროს 20 პირი და­ა­კა­ვა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არის ერთი რუ­სე­თის და ამე­რი­კის ორი მო­ქა­ლა­ქე. "12 მა­ისს, პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 22:00 სა­ა­თი­დან და­წყე­ბუ­ლი აქ­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვის მიზ­ნით არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გან­თავ­სდნენ პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებ­ზე, მათ შო­რის ზ. ჟვა­ნი­ას, შ. ჩი­ტა­ძი­სა და ბ. ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩებ­ზე არ­სე­ბულ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს შე­სას­ვლე­ლებ­თან.

გააგრძელეთ კითხვა