"რასაც დაავალებენ, რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს, იმას დაწერს - დარწმუნებული ვარ, მაქსიმალურად გამოიყენებს ვადებს, თუ როდის უნდა დაადოს ვეტო" - კვირის პალიტრა

"რასაც დაავალებენ, რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს, იმას დაწერს - დარწმუნებული ვარ, მაქსიმალურად გამოიყენებს ვადებს, თუ როდის უნდა დაადოს ვეტო"

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტის განცხადებებიდან იკვეთება, რომ ის აკეთებს იმას, "რასაც ეტყვიან და დაავალებენ".

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დადებისას, პროცესს მაქსიმალურად გაწელავს.

„მისი განცხადებებიდან გამოიკვეთა, რომ ის თავისით არ მოქმედებს. აშკარად იკვეთება ის, რომ რასაც დაავალებენ, რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს, იმას დაწერს. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც იქნება ვეტო დადებული, მზად ვართ, კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან, თუკი არსებობს რაიმე არგუმენტი თუ რატომ არ უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება და ითვალისწინებს იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, წელიწადში ერთხელ, წარადგინონ დეკლარაციები. ეს რატომ უნდა იყოს ცუდი?! მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვერანაირი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ და ალბათ ვეტოს ფარგლებშიც არ იქნება კონკრეტიკა.

დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ მაქსიმალურად გამოიყენებს ვადებს, თუ როდის უნდა დაადოს ვეტო, მაქსიმალურად გაწელავს პროცესს. რასაც ეტყვიან, როგორც დაუწერენ შინაარს, იმას გააკეთებს, იმას იტყვის. ჩვენ მზად ვართ თუკი რაიმე იქნება არგუმენტირებული, საინტერესო, მზად ვართ დავსხდეთ და ვისაუბროთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

IPN