დღეიდან პრესის გავრცელების წერტილებსა და "ბიბლუსის" ქსელში კაზუო იშიგუროს "არასოდეს გამიშვა" - კვირის პალიტრა

დღეიდან პრესის გავრცელების წერტილებსა და "ბიბლუსის" ქსელში კაზუო იშიგუროს "არასოდეს გამიშვა"

წარმოშობით იაპონელი მწერლის, კაზუო იშიგურუს ანტიუტოპიური რომანი „არასოდეს გამიშვა“, რომელიც Time-ის ყველა დროის 100 საუკეთესო ინგლისური რომანის სიაშია შესული, დღეიდან ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია!

13 მაისიდან, სერიის, "კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" მეოთხე ტომი - კაზუო იშიგუროს "არასოდეს გამიშვა" უკვე "ბიბლუსსა" და პრესის გავრცელების ჯიხურებში დაგხვდებათ! წიგნი ერთი კვირის მანძილზე სპეციალურ ფასად - 10 ლარად გაიყიდება.

კაზუო იშიგურუს რომანი პირველად 2005 წელს გამოქვეყნდა. კრიტიკოსებმა ის ათწლეულის ერთ-ერთ საუკეთესო რომანად დაასახელეს. წიგნი მსოფლიო ბესტსელერი გახდა. რომანის ეკრანიზაცია წიგნზე არანაკლებ პოპულარულია. რომანში „არასოდეს გამიშვა“ სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფუტურიზმის ელემენტებს ვხვდებით, მასში მოქმედება 1980-იან და 1990-იან წლებში, პარალელურ სამყაროში მიმდინარეობს. 2010 წელს რეჟისორმა მარკ რომანეკმა რომანის ეკრანიზაცია გადაიღო. ფილმში მთავარ როლებს კირა ნაიტლი, კერი მალიგანი და ენდრიუ გარფილდი ასრულებენ. ბრიტანულმა სამეცნიერო ფანტასტიკურმა დრამამ ასევე დაიმსახურა კრიტიკოსების დიდი მოწონება და შემქმნელებს 31 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა.

ანტიუტოპიური რომანი უმანკოების, მოგონებებისა და დანაკარგების შესახებაა. ისტორია - სადაც ადამიანად ყოფნის იდეა სამი ბავშვის ცხოვრების მაგალითზეა წარმოდგენილი. რუთი, ქეითი და ტომი ინგლისის განაპირას მდებარე პანსიონის, ჰეილშემის მოსწავლეები არიან. ეს თითქოს გარე სამყაროსგან მოწყვეტილი ადგილია, სადაც უცნაური, მისტიკური წესები მოქმედებს; სადაც მათი ცხოვრება დაგეგმილია, ბედი - წინასწარ განსაზღვრული; სადაც მასწავლებლები მუდმივად შთააგონებენ მოსწავლეებს, რომ ისინი განსაკუთრებულნი არიან. რატომ არიან ისინი განსაკუთრებულნი? რა გამოარჩევს "ჰეილშემის შვილებს" სხვებისგან? - ბავშვებისთვის პასუხი უცნობია.

წიგნში, ერთი მხრივ, ავტორი ხატავს დაძაბულ და მოულოდნელ სურათს სამყაროზე, რომელშიც ადამიანებმა ისწავლეს საკუთარი თავის კლონირება, მეორე მხრივ, ის საუბრობს პირად ურთიერთობებზე, ჩახლართულ სასიყვარულო სამკუთხედზე ბავშვობის სამ მეგობარს შორის.

2008 წელს იშიგუროს The Times-ის სიაში „1945 წლის შემდგომ მოღვაწე საუკეთესო 50 ბრიტანელ მწერალი“ 32-ე ადგილი მიენიჭა.

2017 წელს მწერალმა მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში „რომანებში შექმნილი მძაფრი ემოციური ფონისთვის, რომელსაც სამყაროსთან კავშირის ილუზიური გრძნობის მიღმა უფსკრულის გამოააშკარავება ქმნის“.

სერიის მეოთხე წიგნის ან სრული სერიის წინასწარი გამოწერა შესაძლებელია ვებგვერდიდან, სპეციალურ ფასად: https://palitral.ge/subscriptions/81

R