ვინ არის პუტინის რეჟიმის მსახური ილია ღამბაშიძე, რომელსაც აშშ-მა სანქციები დაუწესა? - კვირის პალიტრა

ვინ არის პუტინის რეჟიმის მსახური ილია ღამბაშიძე, რომელსაც აშშ-მა სანქციები დაუწესა?

ამე­რი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დას­კვნით, ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის რუსი პო­ლი­ტი­კო­სი და სტრა­ტე­გი ილია ღამ­ბა­ში­ძე ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნი­ის უკან დგას. ეს კამ­პა­ნია მიზ­ნად ისა­ხავს შე­ლა­ხოს ნდო­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი­სა და ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მი­მართ აშშ-ში და მის ფარ­გლებს გა­რეთ.

ღამ­ბა­ში­ძის ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გის სა­ა­გენ­ტო, კრემლთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ქმნის ყალ­ბი ამ­ბე­ბის სა­ი­ტებს, ზოგ­ჯერ კი რე­ა­ლუ­რი მე­დი­ის სა­ი­ტე­ბის კლო­ნებს. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ე­ბი­დან ჩანს, რომ მი­ზა­ნი ძი­რი­თა­დად უკ­რა­ი­ნი­სად­მი და­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რის შემ­ცი­რე­ბაა.

2024 წლის მარ­ტში აშშ-ის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ, სან­ქცი­ე­ბის სი­ა­ში და­ა­მა­ტა ღამ­ბა­ში­ძე, მისი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რი და მათი კომ­პა­ნი­ე­ბი. სწო­რედ ამის შემ­დეგ მოხ­ვდა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სტრა­ტე­გი, რო­მე­ლიც ადრე რუს დე­პუ­ტა­ტებ­სა და რე­გი­ო­ნულ პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე მუ­შა­ობ­და.

2013-2020 წლამ­დე კომ­პა­ნი­ებ­მა, რომ­ლებ­საც ნა­წი­ლობ­რივ ან მთლი­ა­ნად ფლობ­დნენ ღამ­ბა­ში­ძე ან მისი ახლო ნა­თე­სა­ვე­ბი, კრემ­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 180 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრაქ­ტე­ბი (და­ახ­ლო­ე­ბით 2,7 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი 2016 წლის კურ­სით) მი­ი­ღეს. და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ღამ­ბა­ში­ძის მუ­შა­ო­ბის მი­ზა­ნი ამე­რი­კა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­აა, მისი ვა­ჟე­ბი და ყო­ფი­ლი ცოლი შტა­ტებ­ში ცხოვ­რო­ბენ.

ინ­ფორ­მა­ცია ამე­რი­კის ხმას­თან ღამ­ბა­ში­ძის ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ და­ა­დას­ტუ­რა, რო­მე­ლიც უკვე 15 წე­ლია აშშ-ში ცხოვ­რობს. ქალი და მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი ქმა­რი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ღამ­ბა­ში­ძის მი­მართ ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბი ერ­თგვა­რი დარ­ტყმაა მის შვი­ლებ­ზე. "ჩვე­ნი აზ­რით, ერ­თა­დერ­თი, რა­საც ეს სან­ქცი­ე­ბი აკე­თებს, მოკ­რძა­ლე­ბულ ზი­ანს აყე­ნებს მისი შვი­ლე­ბის ცხოვ­რე­ბის წესს", - ამ­ბობს, ღამ­ბა­ში­ძის შვი­ლე­ბის მა­მი­ნაც­ვა­ლი. "ისი­ნი, უბ­რა­ლოდ, ჩვე­უ­ლებ­რივ სკო­ლა­ში და­დი­ან, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ კო­ლე­ჯში”.

რა არის ცნო­ბი­ლი ღამ­ბა­ში­ძის შე­სა­ხებ

ილია ღამ­ბა­ში­ძის სრუ­ლი ბი­ოგ­რა­ფი­ის მო­პო­ვე­ბა ღია წყა­რო­ე­ბი­დან რთუ­ლია. ცნო­ბი­ლია, რომ ის 1977 წელს, კი­ევ­ში და­ი­ბა­და. 2008 წელს, რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­იც­ვა დი­სერ­ტა­ცია სო­ცი­ო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტის ხა­რის­ხის მო­სა­პო­ვებ­ლად.

გააგრძელეთ კითხვა