"პრეზიდენტისა და სხვა საერთო კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი? - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტისა და სხვა საერთო კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ჩვენ საერთო მყარი გეგმა გვჭირდება, როგორც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ისე მომავალზე.

ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება. საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება და არა ჩვენი თანამდებობების.

პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურატურის საერთო კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ.

ძალა ერთობაშია!"