"თუ გგო­ნი­ათ, რომ აქ ვინ­მე "ნა­ცე­ბის" გამო დგას, ძა­ლი­ან ცდე­ბით... 9 წლის ვიყავი, როცა რუ­სებ­მა წა­მარ­თვეს ქა­ლა­ქი და ბავ­შვო­ბა" - კვირის პალიტრა

"თუ გგო­ნი­ათ, რომ აქ ვინ­მე "ნა­ცე­ბის" გამო დგას, ძა­ლი­ან ცდე­ბით... 9 წლის ვიყავი, როცა რუ­სებ­მა წა­მარ­თვეს ქა­ლა­ქი და ბავ­შვო­ბა"

მსა­ხი­ო­ბი კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც უკვე დიდი ხა­ნია, სხვა აქ­ტი­ვის­ტებ­თან ერ­თად რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექტს აპ­რო­ტეს­ტებს, ამ­ბობს, რომ რუ­სებს ქვე­ყა­ნას არ და­უთ­მობს.

მისი თქმით, აქ­ცი­ა­ზე არა­ვინ დგას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გამო და იქ ხალ­ხი მხო­ლოდ უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის იბ­რძვის.

"უფ­რო­სო თა­ო­ბა, თუ გგო­ნი­ათ, რომ აქ ვინ­მე "ნა­ცე­ბის" გამო დგას, ძა­ლი­ან ცდე­ბით, დიდი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და თა­ვის დრო­ზე "ნა­ცე­ბის­გან" ყვე­ლას. აქ ხალ­ხი დგას უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის და თა­ვი­სი შვი­ლე­ბის­თვის.

რო­გორც ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი გად­მო­ვიდ­ნენ და­მარ­ცხე­ბუ­ლე­ბი აფხა­ზე­თი­დან, ასე და­მარ­ცხე­ბუ­ლე­ბი ამ ქვეყ­ნი­დან არ გა­ვიქ­ცე­ვით. მე ვი­ყა­ვი 9 წლის, როცა რუ­სებ­მა წა­მარ­თვეს ქა­ლა­ქი და ბავ­შვო­ბა. დღეს ვარ 40 წლის და ვხე­დავ ქარ­თვე­ლე­ბის ხე­ლით რუ­სე­ბი მარ­თმე­ვენ ქვე­ყა­ნას და ჩემი შვი­ლე­ბიც მო­მა­ვალს და მე ამას არ დავ­თმობ", - თქვა კახა კინ­წუ­რაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­მა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექტს მე­სა­მე მოს­მე­ნით მხა­რი დღეს და­უ­ჭი­რა. უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა კა­ნონპ­რო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­გორც თბი­ლის­ში, ისე რე­გი­ო­ნებ­ში. პრო­ტეს­ტის ფარ­გლებ­ში გა­ი­ფიც­ნენ სტუ­დენ­ტე­ბი და მათი ლექ­ტო­რე­ბი. "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე მე­სა­მე მოს­მე­ნა ხვალ იქ­ნე­ბა.

წყარო