ივლიანე ხაინდრავამ მინისტრის მრჩევლის თანამდებობა დატოვა - კვირის პალიტრა

ივლიანე ხაინდრავამ მინისტრის მრჩევლის თანამდებობა დატოვა

შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის მრჩე­ველ­მა ივ­ლი­ა­ნე ხა­ინ­დრა­ვამ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ხა­ინ­დრა­ვა "პუბ­ლი­კას" უდას­ტუ­რებს.

მისი თქმით, მი­ზე­ზი ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცია და სა­და­ვო კა­ნონპ­რო­ექ­ტი გახ­და.

"მი­ზე­ზი არის ის, რომ ქვე­ყა­ნა­ში სა­ხი­ფა­თო ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნა. ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს ის და­პი­რის­პი­რე­ბის ტალ­ღა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში აგორ­და. ვფიქ­რობ, ამი­სი თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და და სა­ჭი­როც იყო.

ვგუ­ლის­ხმობ "რუ­სულ კა­ნონს", მის ხელ­მე­ო­რედ შე­მო­ტა­ნას და ყო­ვე­ლი­ვე იმას, რა­მაც მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი გა­მო­იწ­ვია. ისევ ვი­მე­ო­რებ: ამის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო" - თქვა ივ­ლი­ა­ნე ხა­ინ­დრა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, ივ­ლი­ა­ნე ხა­ინ­დრა­ვა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რის, კი­ნო­რე­ჟი­სორ გოგა ხა­ინ­დრა­ვას ძმაა.