ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტიდან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს - კვირის პალიტრა

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტიდან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტიდან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს მიმდინარეობს.

მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან იკრიბებოდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ტერიტორია დაატოვებინეს.

სამართალდამცველებს დაკავებული აქვთ ასევე 9 აპრილის ქუჩის მხარე.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის განხილვას ითვალისწინებს. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დადებას გეგმავს.

"ინტერპრესნიუსი"