პროტესტის ზონა - რა ხდება პარლამენტთან და საკანონმდებლო ორგანოს სხდომაზე (განახლებადი) - კვირის პალიტრა

პროტესტის ზონა - რა ხდება პარლამენტთან და საკანონმდებლო ორგანოს სხდომაზე (განახლებადი)

"ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის განხილვას ითვალისწინებს. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დადებას გეგმავს.

16:42

თეონა აქუბარდიამ პარლამენტში კედლებზე იმ 84 დეპუტატის სია გააკრა, რომლებმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს მხარი დაუჭირეს

14052024-1641-1715690486.49_REC.png

თეონა აქუბარდიამ პარლამენტში კედლებზე იმ 84 დეპუტატის სია გააკრა, რომლებმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს მხარი დაუჭირეს.

აქუბარდიას თქმით, ეს იმ დეპუტატების სიაა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოს რუსულ ჭაობში დაბრუნებას, ნატო-სა და ევროკავშირზე უარის თქმას, საქართველოს დემოკრატიის დასამარებას და ავტორიტარული სახელმწიფოსკენ სვლას.

„ეს იმ დეპუტატების სიაა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოს რუსულ ჭაობში დაბრუნებას, ნატო-სა და ევროკავშირზე უარის თქმას, საქართველოს დემოკრატიის დასამარებას და ავტორიტარული სახელმწიფოსკენ სვლას. ეს დეპუტატები არიან პასუხისმგებლები იმ ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ამ კანონის მიღების გამო ხდება, მათ შორის იმ ძალადობაზე, რომელიც ამ დღეებშიც მიმდინარეობს ხელისუფლების და მისი პოლიციის მიერ. ეს ზღვრები უნდა იცოდეს ყველამ. მესამედ და საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება იმის მაჩვენებელია, რომ ივანიშვილის მორჩილი ხელისუფლება ამ ქვეყნის კონსტიტუციიდან გასულია და მათ კონსტიტუციის გადატრიალება [მოახდინეს]“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

16:03

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას აქციის მონაწილეები ხმაურით შეხვდნენ - ისმის შეძახილები: „მონებო“, „რუსებო“

14052024-1604-1715688248.33_REC.png

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას აქციის მონაწილეები ხმაურით შეხვდნენ. ისმის შეძახილები: "მონებო"; "რუსებო". ასევე, დემონსტრანტები პროტესტს საყვირებით აფიქსირებენ.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეები საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას დილიდან მართავენ და პარლამენტმა კანონი ხმაურის ფონზე მიიღო.

ამით "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდა და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.

ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დადებას გეგმავს.

16:00

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საბოლოო მოსმენით მიიღო

14052024-1601-1715688269.08_REC.png

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დამტკიცებულია. პარლამენტმა პროექტი მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო.

წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდა. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პროექტის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია “ქართული ოცნება".

კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - კერძოდ კი, 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

კანონპროექტი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად“ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. პროექტის პირველი მოსმენით წარდგენილ ვარიანტში ეწერა, რომ მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს". განხილვის პროცესში ტერმინი "სათანადო მინიშნება" შეიცვალა და მის ნაცვლად "სათანადო ინფორმაცია" ჩაიწერა.

პროექტის გათვალისწინებით, თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო, იუსტიციის სამინისტროს "შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე", მას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირებს, რაც აღნიშნულ სუბიექტს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლებს. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.

15:49

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა დაიწყო

14052024-1549-1715687369.16_REC.png

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა დაიწყო.

პროექტი წარდგენილია მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის განხილვისთვის, რის შემდეგაც მას კენჭი ეყრება.

ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პროექტის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია “ქართული ოცნება".

კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - კერძოდ კი, 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.

რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

კანონპროექტი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად“ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. პროექტის პირველი მოსმენით წარდგენილ ვარიანტში ეწერა, რომ მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს". განხილვის პროცესში ტერმინი "სათანადო მინიშნება" შეიცვალა და მის ნაცვლად "სათანადო ინფორმაცია" ჩაიწერა.

პროექტის გათვალისწინებით, თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო, იუსტიციის სამინისტროს "შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე", მას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირებს, რაც აღნიშნულ სუბიექტს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლებს.

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.

პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.

15:48

პარლამენტის თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანი პლენარულ სხდომათა დარბაზიდან გააძევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი პლენარულ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

პაპუაშვილის გადაწყვეტილება მოჰყვა თამარ ჩარკვიანის გამოსვლის შემდეგ მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას.

უფრო კონკრეტულად, მას შემდეგ, რაც ჩარკვიანმა საკუთარ განცხადებაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს „სამარცხვინო და მოღალატეობრივი“ უწოდა, მას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა სხვადასხვა რეპლიკით მიმართეს.

პაპუაშვილმა კი მას მოუწოდა, „სიძულვილის ენით ნუ ისაუბრებს“.

ჩარკვიანის განცხადებას განსაკუთრებული გაღიზიანება მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, „ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის მხრიდან, რომელსაც სიტყვიერი დაპირისპირების დროს ჩარკვიანმა „თახსირი, ნაძირალა, ავადმყოფი და მოღალატე“ უწოდა.

ხოლო მაჭარაშვილმა მას მიმართა: „დაჯექი მანდ, არავის ეშინია შენი“.

პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგა დეპუტატებს უთხრა, რომ ახლა „ოპოზიციის ამოცანაა, წყობიდან გამოიყვანონ უმრავლესობა“.

15:46

ფრიდონ ინჯია - ხომ არ მივიღოთ კანონი მათ მიმართ, ვინც თავიანთი განცხადებებითა და მოწოდებებით ხელს უწყობენ, აგულიანებენ და აფინანსებენ დესტაბილიზაციას და კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას?

14052024-1546-1715687186.00_REC.png

ხომ არ მივიღოთ კანონი იმ პირთა მიმართ, რომლებიც თავიანთი განცხადებებითა და მოწოდებებით ხელს უწყობენ, აგულიანებენ და აფინანსებენ საქართველოში დესტაბილიზაციას და კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას? – საჭიროა ხელისუფლებამ უფრო ქმედითი ღონისძიებები მიიღოს, რათა სუვერენიტეტი და იდენტობა დაიცვას, - ასეთი ინიციატივით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატი ფრიდონ ინჯია გამოვიდა.

ინჯიამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა მოწოდებით, იმ ქვეყნების ელჩები დაიბაროს, „რომლებიც ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეშად ერევიან“ და შესაბამისი საპროტესტო ნოტა გადასცეს.

„სამწუხაროდ, აშშ-ს რეაქტიულმა წრეებმა, დღეს მოქმედი ადმინისტრაციის ოდიოზურმა ფიგურებმა და მათმა ვასალებმა მხოლოდ ბოლო 50 წლის განმავლობაში ათეულ ქვეყანაში დაგეგმეს და განახორციელეს რევოლუციები.

ამ რევოლუციებმა ვის რა მოუტანა, უკრაინის მაგალითზე კარგად ჩანს. საჭიროა ხელისუფლებამ უფრო ქმედითი ღონისძიებები მიიღოს, რათა თავისი სუვერენიტეტი და იდენტობა დაიცვას“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

15:44

შალვა პაპუაშვილი - მივმართავ განსაკუთრებით ქალ კოლეგებს ოპოზიციიდან, რა წესია, კოლეგებს სახეში უჩრით თქვენი ტელეფონის კამერას - ფარული ჩანაწერები, რაც 2012 წლამდე გაქვთ გაკეთებული, გეყოფათ

14052024-1544-1715687068.19_REC.png

კოლეგებს მივმართავ, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით ქალ კოლეგებს ოპოზიციიდან, ზოგადად, რა წესია ეს კამერების ჩართვა ტელეფონში, მისვლა და კოლეგებზე დამბეზღებელი დამოკიდებულებაა, თუ რა არის?! მედია აქ არის, ყველაფერი ფიქსირდება, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციიდან იმ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში დღეს, არაერთხელ მომხდარ დაპირისპირებას ტელეფონით იღებდნენ.

თავდაპირველად,აღნიშნული შინაარსის შენიშვნა, პაპუაშვილმა „ევროპტიმისტების“ წევრს, ხატია დეკანოიძეს მისცა.

„ქალბატონო ხატია, თქვენ, როგორც უკრაინის ყოფილი მოქალაქე, ალბათ, ამ სტატუსით იღებთ ამ ვიდეოებს? არ შეიძლება, რა ზრდილობაა, დადიხართ ჩართული ტელეფონით და კოლეგებს სახეში უშვერთ კამერებს. არის აქ, მედია წარმოდგენილი და იღებენ და ფარულ ჩანაწერებს თუ აკეთებთ, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი რომ არის, გასაგებია. ეგ ტელეფონი შეინახეთ, ადგილზე დაბრძანდით, თუ შეიძლება. კოლეგებს სახეში უჩრით თქვენი ტელეფონის კამერას. რა წესია?! ფარული ჩანაწერები, რაც 2012 წლამდე გაქვთ გაკეთებული, გეყოფათ! გამორთეთ ტელეფონი და დასხედით!

კოლეგებს მივმართავ, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით ქალ კოლეგებს ოპოზიციიდან, ზოგადად, რა წესია ეს კამერების ჩართვა ტელეფონში, მისვლა და კოლეგებზე მაბეზღრული დამოკიდებულებაა, თუ რა არის?! მედია აქ არის, ყველაფერი ფიქსირდება. რა წესია უბრალოდ, რამე ფარულ ჩანაწერები გინდათ, თუ რა გინდათ? ან რა ქცევაა, ან რა კოლეგიალობაა, ტელეფონში რთავთ კამერას, დადიხართ და კოლეგებს ასე უშვერთ, რა გინდათ გააკეთოთ?! მედია არის, აფიქსირებს ყველაფერს, უბრალოდ, ეს, არ არის ის ქცევა, რომელიც ეკადრება კოლეგიალურ ქცევას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამის შემდეგ, მან მიმართა უმრავლესობის დეპუტატებს და აღნიშნა, ოპოზიციის პროვოკაციულ განცხადებებს არ აჰყვნენ.

„დღეს, ოპოზიციას აქვს ამოცანა, ერთი, რომ ან ჩაშალოს ეს სხდომა ასეთი ექსცესებით ან გაწელოს უკიდეგანოდ და ნუ მივცემთ ამის საშუალებას. პროცესის ინტერესშია, რომ იყოს მშვიდი გარემო. კიდევ იქნება ბევრი პროვოკაციული განცხადება, არ ავყვეთ ამ ყველაფერს!“ - განაცხადა პაპუაშვილმა უმრავლესობის მისამართით.

14:50

ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს

14052024-1449-1715683831.06_REC.png

ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილემ სამართალდამცველს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც პოლიციელებმა ის კორდონში შეათრიეს.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება, საკანონმდებლო ორგანოში კი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ.

"ინტერპრესნიუსი"

14:30

რომან გოცირიძე უმრავლესობას - არათუ ევროპაში და ამერიკაში, უბნის მაღაზიაშიც არ შეგიშვებენ, ყველგან იქნება თქვენი პორტრეტები ჩამოკიდებული გადასმული ხაზით

14052024-1432-1715682790.28_REC.png

თქვენ არათუ ევროპაში და ამერიკაში, უბნის მაღაზიაშიც არ შეგიშვებენ, ყველგან იქნება თქვენი პორტრეტები გადასმული ხაზით ჩამოკიდებული, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა რომან გოცირიძემ უმრავლესობის წევრებს.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ხელისუფლებას „ცივილიზებულ სამყაროში არავინ შეუშვებს“.

„ეს კანონი უკვე გასცდა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქართული მედიების რეპრესიის საკითხს, ეს კანონი ფაქტობრივად არის ტესტი იმის თაობაზე, ვიქნებით თუ არა, ევროპის ნაწილი, მიგვაქანებს თუ არა „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ორბიტაზე. ეს ისტორიული არჩევანის საკითხია და არა მხოლოდ ერთი კანონის საკითხი. თქვენი დღევანდელი საქციელი, ამ პარლამენტში როგორც ჯოგური თავდასხმების გაგრძელება, უღირსი ადამიანების, უღირსი მამაკაცების ქცევაა, როცა კოლექტივში ხართ მაგარი, როცა გამოენთებით ერთად 30 კაცი. აგერ ქალბატონი მოვიდა და წიგნები ჩასცხო თავში დეპუტატს. ეს არის თქვენი ნამდვილი სახე, ეს არის თქვენი მორალური სახე, თქვენ არავინ არ შეგიშვებთ ცივილიზებულ სამყაროში, სანქციები დაგედებათ, ამასაც ნახავთ! არ ელოდით მოღალატე ფარცხალაძე, თქვენი პროკურორი, რუსეთის აგენტი თუ დასანქცირდებოდა, არ ელოდით არც მოსამართლეების დასანქცირებას და თქვენ გგონიათ, გაგივათ ის, რასაც ახლა სჩადიხართ. თქვენ არათუ ევროპაში და ამერიკაში არ შეგიშვებენ, უბნის მაღაზიაში არ შეგიშვებენ, ყველგან იქნება თქვენი პორტრეტები ჩამოკიდებული გადასმული ხაზით, სიმბოლურადაც და ფიზიკურადაც. კიდევ არის რამდენიმე საათი, კიდევ გაქვთ შანსი, რომ დაფიქრდეთ, მაგრამ სამწუხაროდ, არც ფიქრის უფლება გაქვთ და არც დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლება. ბიძინა ივანიშვილმა თქვენ მძევლად დაგიტოვათ და გირაოში ჩაგდოთ შვეიცარიის ბანკში. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს მაშინ შეხვდებაო, თუ შვეიცარიაში გაყინულ 2 მილიარდს დაუბრუნებენო. საქართველო ფაქტობრივად სავაჭრო ინსტრუმენტად აქვს გამოყენებული მისი ფულის წამოსაღებად...ფაქტობრივად, მთელი პარლამენტი, სახელისუფლებო ვერტიკალი უნდა ბიძინა ივანიშვილს თავისი ფინანსური მიზნების გადასაჭრელად გამოიყენოს. საქართველოს თავისი პოლიტიკური და ფინანსური მიზნების მისაღწევად იყენებს რუსეთის ზურგმომაგრებული, მაგრამ არაფერი გამოგივათ თქვენ“, - განაცხადა გოცირიძემ.

14:08

რიმა ბერაძემ პაატა მანჯგალაძეს თავში ქაღალდების შეკვრა ჩაარტყა

screenshot-2024-05-14-141931-1715681995.png

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას, მმართველი გუნდის დეპუტატმა, რიმა ბერაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ პაატა მანჯგალაძეს თავში ქაღალდების შეკვრა ჩაარტყა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ წევრს ამ ქმედების გამო ტაში დაუკრა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის ვითარება დაიძაბა. კერძოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, პლენარულ სხდომაზე ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდა. მოგვიანებით კი ინციდენტი პარლამენტის სხვა დეპუტატებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სამხარაძესა და ხაბეიშვილს შორის დაპირისპირების გარდა, ხელჩართულ ჩხუბში ჩართულნი იყვნენ "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის სხვა დეპუტატებიც, მათ შორის ნინო წილოსანის ინფორმაციით, თინა ბოკუჩავა ხელით შეეხო მარიამ ლაშხს.

14:00

ნინო წილოსანი - თინა ბოკუჩავა რომ მარიამ ლაშხს ფიზიკურად შეეხება, ეს სუფთად „ნაცური“ საქციელია!

14052024-1355-1715680527.15_REC.png

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, "ქართული ოცნების" დეპუტატ მარიამ ლაშხს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა ფიზიკურად შეეხო.

მისი განცხადებით, ბოკუჩავამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ, მარიამ ლაშხს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაც სუფთა "ნაცური" საქციელია.

"თინა ბოკუჩავა რომ მარიამ ლაშხს ფიზიკურად შეეხება, ეს სუფთად "ნაცური" საქციელია!

თუმცა, თინა ბოკუჩავას მოწოდებით პარლამენტის წინ რომ აქციებს აწყობთ ეს უკვე დიაგნოზია", - წერს ნინო წილოსანი.

13:58

ეკა ხერხეულიძე უმრავლესობას - ბიძინა ივანიშვილი ერთ დღეს, როცა დალომბარდებულ საქართველოს გამოიხსნის 2 მილიარდიდან, აუცილებლად წავა რუსეთში, მაგრამ იმ თვითმფრინავში თქვენ არ აგიყვანთ, აიყვანს ზებრებს და სკატებს

14052024-1351-1715680289.27_REC.png

დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც დალომბარდებულ საქართველოს გამოიხსნის 2 მილიარდიდან, აუცილებლად წავა რუსეთში, მაგრამ იმ თვითმფრინავში თქვენ არ აგიყვანთ, აიყვანს ზებრებს და სკატებს, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

ის დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი, რომელიც ახლა ქუჩაში დგას კანონპროექტის გასაპროტესტებლად, გაიმარჯვებს და გახდება ევროკავშირის წევრი.

„ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე გაფორმებულიყო როგორც პატარა სოფელი, არ მოხდა. პირიქით მოხდა, დღეს ჩვენ ევროპის ლიდერები გვეუბნებიან, რომ ევროპის დედაქალაქად იქცა თბილისი. ეს არის ჩვენი გამარჯვება, ამას არც ერთ შემთხვევაში მარცხი არ უწერია, იმიტომ, რომ ყოველთვის ხდება ისტორიის გადამწყვეტ მომენტებში მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ფრაგმენტების შექმნა, რომელიც მეხსიერებიდან არასდროს იშლება. იცოდეთ, რომ ბავშვები, რომლებიც დგანან გარეთ, იმას კი არ ელოდებიან, რომ თქვენ აზრს შეიცვლით. მეც, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც დალომბარდებულ საქართველოს გამოიხსნის 2 მილიარდიდან, აუცილებლად წავა რუსეთში, მაგრამ იმ თვითმფრინავში თქვენ არ აგიყვანთ, აიყვანს ზებრებს და სკატებს. თქვენ ხელს დაგაქნევინებთ იგივე მორჩილებით, როგორც გუშინ ფეხზე დამდგარს მიგაღებინათ და 67 წამში გაგაყიდვინათ საქართველო. ასე იქნება თქვენი ბოლო და ასე იქნება იმ ქართველი ხალხის ბოლო, რომელიც გარეთ დგას - გაიმარჯვებს სახელოვნად და მათთან ერთად შევეცდებით, როგორმე გახდეთ ევროკავშირის წევრები თქვენ“,- განაცხადა ხერხეულიძემ.

13:50

ანა წითლიძე - თქვენ ხართ ლეგიტიმაციადაკარგული ხელისუფლება, რეჟიმი, რომელიც თვალში დამიზნებით ესვრით ახალგაზრდებს და თვალებს თხრით - რომელ ქართველობაზე უნდა გველაპარაკოთ?!

14052024-1349-1715680146.05_REC.png

თქვენ ხართ ლეგიტიმაციადაკარგული ხელისუფლება - თქვენ ხართ რეჟიმი, რომელიც თვალში დამიზნებით ესვრით ახალგაზრდებს და თვალებს თხრით - თქვენ ხართ ხელისუფლება, რომლებმაც ქალი თმით ათრიეთ, რომელ ქართველობაზე უნდა გველაპარაკოთ?! - ასე მიმართა უმრავლესობას პარტია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე.

წითლიძის თქმით, დღეს „არა რუსულ კანონს“ უდრის „არა რუსულ რეჟიმს“.

„თქვენ რომ ყრუები და ბრმები არ იყოთ, უნდა გესმოდეთ ასი ათასობით საქართველოს მოქალაქის ხმა. თქვენ რომ ივანიშვილის მონები არ იყოთ, როდის გინახავთ ამდენი გამოსული სტუდენტი, სკოლის მოსწავლე, პროფესორ-მასწავლებელი ქუჩაში? როდის გინახავთ ასეთი ერთიანი და შეკრული საქართველო მისთვის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში? დღეს „არა რუსულ კანონს“ უდრის „არა რუსულ რეჟიმს”. თქვენ ხართ ლეგიტიმაციადაკარგული ხელისუფლება. თქვენ ხართ რეჟიმი, რომელიც თვალში დამიზნებით ესვრით ახალგაზრდებს და თვალებს თხრით. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომლებმაც ქალი თმით ათრიეთ, რომელ ქართველობაზე უნდა გველაპარაკოთ? თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ბავშვებს ურეკავთ, აშინებთ და აგინებთ. თქვენ ხართ რეჟიმი, რომელიც სახლში უვარდებით ოპოზიციის ლიდერებს, სცემთ ჩვეულებრივ ახალგაზრდებს. თქვენი ქმედებები შეგნებულია და კონფორმიზმი იმდენად მძიმეა, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტიც კი დაკარგული გაქვთ. სწორედ ამიტომ ხართ არაადეკვატურები. როგორც არ უნდა ეცადოთ და რამდენი რობოკოპიც არ უნდა გამოიყვანოთ, საქართველოს მოქალაქეები არიან თავმოყვარეები და არ ეშინიათ“, - განაცხადა წითლიძემ.

13:45

ნინო წილოსანმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მოღალატეები და უსამშობლოები უწოდა, თაკო ჩარკვიანმა კი წილოსანს - „სამარცხვინო კორუფციონერი“

14052024-1343-1715679948.32_REC.png

სამარცხვინო კორუფციონერი ხარ, ბიუჯეტის ვირთხა! - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა „ქართული ოცნების" დეპუტატს, ნინო წილოსანს, რომელმაც ოპოზიციის წევრებს უსამშობლოები და მოღალატეები უწოდა.

წილოსანმა ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე, სტუდენტების გამოსვლის ნაწილზეც და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ახალგაზრდები ჯგუფებად დაყო.

„ვის გაქვთ უფლება ახალგაზრდები დაყოთ აქციის მონაწილეებად და მოღალატეებად. როგორ ბედავთ აკერმანისეული ტაქტიკით უნივერსიტეტის ჩათებში ავრცელოთ ინფორმაცია, რომ უერთდები აქციას თუ ხარ მოღალატე. აი, ასეთ ჯგუფებად დაყოთ ახალგაზრდები. თქვენ, მართლა ქვეყნის მოღალატეებო, მართლა უსამშობლოებო. თქვენ, როგორ შედიხართ აუდიტორიაში, სტუდენტებს როგორ უნდა შეხედოთ თვალებში, როდესაც ამ ახალგაზრდების ასეთი დაპირისპირება გამოიწვიეთ“, - განაცხადა ოპოზიციის მისამართით ნინო წილოსანმა.

ამის შემდეგ მიმართ მას თაკო ჩარკვიანმა და „სამარცხვინო კორუფციონერი და ბიუჯეტის ვირთხა“ უწოდა, რა დროსაც, ჩარკვიანს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიკროფონის გარეშე საუბრისთვის შენიშვნა მისცა.

13:35

რატი იონათამიშვილი ოპოზიციას - ყოველთვის იდექით ღალატის, უღმერთოების, ფარისევლობის, სიძულვილის, აგრესიის, კასრების და უჩა აბაშიძის მორალის მხარეს

rati-1671786580.jpg

თქვენ ჩვენზე მეტი ევროპელები ვერ იქნებით, რადგან ჩვენზე მეტი ქართველებიც არ ხართ! თქვენ არასდროს, არასდროს არ მდგარხართ საქართველოს მხარეს. თქვენ ყოველთვის იდექით ღალატის, უღმერთოების, ფარისევლობის, სიძულვილის, აგრესიის, კასრების და უჩა აბაშიძის მორალის მხარეს, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციას პარლამენტში პლენარულ სხდომაზე.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წევრები ოპოზიციას არც რუსის ძახილს აპატიებს და არც მოღალატის.

„ოპოზიცია, რომელიც აქციებზე ბუჩქებში იმალება, ცხადია, პროვოკაციებით არის წარმოდგენილი. ამიტომ, არ უნდა ავყვეთ. ეს მათი უღირსი დღის წესრიგია, რაც ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ. ისიც ფაქტია, რომ ეს ადამიანები რაც თვითონ არიან, იმას უძახიან და აბრალებენ სხვას. მაგრამ ყველამ კარგად იცოდეთ, რომ არასდროს გაგიტარებთ და არავის არ გაპატიებთ არც რუსის და არც მოღალატის დაძახებას. იმიტომ, რომ თქვენ ჩვენზე მეტი ევროპელები ვერ იქნებით, რადგან ჩვენზე მეტი ქართველებიც არ ხართ! თქვენ არასდროს, არასდროს არ მდგარხართ საქართველოს მხარეს. თქვენ ყოველთვის იდექით ღალატის, უღმერთოების, ფარისევლობის, სიძულვილის, აგრესიის, კასრების და უჩა აბაშიძის მორალის მხარეს“,- განაცხადა იონათამიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, „კასრის სინდრომიდან ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამოსული არ არის“.

„უჩა აბაშიძის მორალის ხალხი გამოდის დღეს და კიდევ ბედავს, რომ მორალზე გველაპარაკოს. ეს ორმაგი სტანდარტიც აღარ არის. ეს დანაშაული [რის გამოც წარდგენილი აქვს ბრალი უჩა აბაშიძეს] ყველაზე ამორალური დანაშაულია, რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. მაგრამ ამაზე უფრო ამორალური იყო ის გამართლების მცდელობა, რაც ამ პოლიტიკური უმცირესობას ჰქონდა ამ საქმეზე და რასაც ჩვენი საზოგადოება ხედავდა. ამით ყველა მივხვდით, რომ „კასრის სინდრომიდან“ ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამოსული არ არის. უბრალოდ, ადრე თუ სხვის საძინებლებში ვარდებოდნენ და იქ ამონტაჟებდნენ კამერებს, ახლა საკუთარ სახლებში შედიან და იქ ამონტაჟებენ იმავე მიზნებისთვის და ამოცანებისთვის“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

12:58

გინება და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

screenshot-2024-05-14-125809-1715677128.png

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მანამდე "ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს პლენარულ სხდომაზე ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც სცადა, თუმცა მას ამის საშუალება მანდატურებმა და სხვა დეპუტატებმა არ მისცეს.

სამხარაძის მხრიდან ხაბეიშვილისადმი ადგილი ჰქონდა გინებასაც.

ამის შემდეგ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო

იხილეთ ვიდეო

12:50

„მშობელთა მარშის“ ორგანიზატორებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამზარეულოს ინვენტარი მოიტანეს

14052024-1253-1715676836.58_REC.png

პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, „მშობელთა მარშის“ ორგანიზატორები და წევრები შეუერთდნენ, რომლებმაც აქციაზე სამზარეულოს ინვენტარი მოიტანეს.

„ეს პროტესტის ერთგვარი ფორმაა, რომელსაც დიდი ხმაურის გამოწვევა შეუძლია. საქართველოს მოსახლეობის უმეტესი რაოდენობაა გამოსული და ვაპროტესტებთ ყველაფერს, იმ სირცხვილს, რაც ახლა ამ პარლამენტში ხდება. ვერავინ ვერ შეძლებს, ჩვენ რუსეთში დაგვაბრუნოს! ვცდილობთ, ვიხმაუროთ და მოგვისმინონ!” - განაცხადა ნინო ორდენიძემ.

12:30

თინა ბოკუჩავა უმრავლესობას - თქვენმა სახელმწიფო ტერორმა მოიტანა მეტი კონსოლიდაცია, ერთობა, ურთიერთშეკავშირება და გამარჯვების რწმენა

14052024-1251-1715676649.11_REC.png

თქვენმა სახელმწიფო ტერორმა მოიტანა მეტი კონსოლიდაცია, ერთობა, ურთიერთშეკავშირება და გამარჯვების რწმენა - საქართველო რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის, კობახიძის, ოხანაშვილის, მდინარაძის, პაპუაშვილის არაა, არც რუსეთისაა, ის იმ ახალგაზრდებისაა, რომლებიც მის ევროპულ მომავალს ასეთი სიმტკიცით იცავენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

მისივე თქმით, შეშინებულ, ვერ შემდგარ დიქტატორს, ბიძინა ივანიშვილს ეგონა მის მიერ დაანონსებული რეპრესიებით ხალხს შეაშინებდა, „მაგრამ ქართველმა ხალხმა გაჩვენათ, რომ ვერ გააჩუმებთ და ვერ შეაშინებთ!“

„შეშინებულ, ვერშემდგარ დიქტატორს, ბიძინა ივანიშვილს ეგონა მის მიერ დაანონსებული რეპრესიებით ხალხს შეაშინებდა, გააჩუმებდა, სისასტიკით, ძალადობით, ცემით, ჩასაფრებით, მუქარით, გინებით, ზარებით, სახლებთან ჩასაფრებით, მაგრამ ქართველმა ხალხმა გაჩვენათ მხდალ, 83 მოღალატეს, რომ ვერ გააჩუმებთ და ვერ შეაშინებთ! ერთს ცემთ, ასი გამოვა. 10-ს დაიჭერთ, 100-ს დაემუქრებით, ასი ათასი გამოვა თბილისის ქუჩებში, როგორც გამოვიდა უკვე როდესაც ჩვენ წავედით ევროპის მოედნისკენ. არავის ეშინია, პირიქით, თქვენმა სახელმწიფო ტერორმა მოიტანა მეტი კონსოლიდაცია, მეტი ერთობა, ურთიერთშეკავშირება და მეტი გამარჯვების რწმენა. გინდათ ნახოთ ნამდვილი საქართველო, გამოდით რობოკოპების გარეშე თბილისის ქუჩებში. გადით ახლა, პარლამენტის შენობის გარეთ გამოდით ისე, რომ არ დაიმალოთ მოძალადე „ხარებას“, გოგა მემანიშვილის და სხვა მოძალადეების ზურგს უკან, გამოდით და იქ ნახავთ ნამდვილ საქართველოს. ნამდვილი საქართველო იმ თავისუფალ ახალგაზრდებშია, რომლებიც ასეთი თავდადებით, სიმტკიცით, სიმშვიდით და სიყვარულით იცავენ ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ევროპულ არჩევანს; ნამდვილი საქართველოს გული მათში ფეთქვას; ნამდვილი საქართველოს სული მათთან სუფევს, სადაც არის სიყვარული ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი; ნამდვილი საქართველოს სიყვარული სწორედ ამ ახალგაზრდებშია, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ნათელ და ევროპულ მომავალს იცავენ. საქართველო რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის არ არის, არც კობახიძისაა, არც ოხანაშვილის, არც მდინარაძის, არც პაპუაშვილის, არც რუსეთის, საქართველო იმ ახალგაზრდებისაა, რომლებიც საქართველოს ევროპულ მომავალს ასეთი სიმშვიდით, ასეთი სიმტკიცით, ასეთი თავდადებით იცავენ თბილისის ქუჩებში. ცდილობთ დაამახინჯოთ და შებღალოთ ილიას სიტყვები. ვინ ციტირებს ილიას სიტყვებს, ბიძინა ივანიშვილი? მოღალატე რუსი ოლიგარქი, რომლისთვისაც მთავარი სიწმინდე მისი ფულია და მისი მილიარდების დასაცავად მზადაა ივაჭროს ჩვენი ქვეყნის მომავლით, მზადაა ივაჭროს ჩვენი ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავლით. ცდილობთ დაამახინჯოთ და დააკნინოთ 9 აპრილის გმირები და მათი ისტორია. თავად ღალატზე ხელმომწერები, თქვენ, 83 დეპუტატი, რომლებიც 67 -წამიან კომიტეტის საჩქაროდ დაასრულებთ, რომ პარლამენტიდან, მორიგ ჯერზე, სამარცხვინოდ გაიპაროთ, რობოკოპების თანხლებით, IQ-ს უწუნებთ ამ ახალგაზრდებს და ცდილობთ გააშავოთ, ათასგვარი სიბინძურე შეთითხნოთ მათზე და აქტივისტებზე, არ გამოგივათ, იმიტომ, რომ მათთანაა სიმართლე, წრფელი გული, ქვეყნის სიყვარული და რწმენა უკეთესი ევროპული საქართველოსი! თქვენი პოლიტიკური მომავალი გარდაუვალია, ხალხის ნამდვილი ძალა კი ერთობაშია! ძალა ევროპაშია! ძალა ახალგაზრდებშია! როგორც არასდროს მჯერა, რომ მათთან ერთად გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა! მათთან ერთად გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი! რომ ახალგაზრდებთან ერთად გავიმარჯვებთ ჩვენ, თითოეული ჩვენგანი, ვინც გულწრფელად იბრძვის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად. დიახ, ჩვენ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ სახელოვნად საქართველოსთვის!“- განაცხადა ბოკუჩავამ.

12:28

არჩილ თალაკვაძე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს, ამიტომ ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას არჩევნების გვერდის ავლით და პოლიტიკური სისტემისთვის ძირის გამოთხრით - ეს არ გაგივათ!

talakvadzee.jpg

კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ დემოკრატიულ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს, ამიტომ ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას არჩევნების გვერდის ავლით, დესტაბილიზაციით და პოლიტიკური სისტემისთვის ძირის გამოთხრით. ეს არ გაგივათ! - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დემოკრატიის დაცვა გარე ჩარევისგან უნდა იყოს ზეპარტიული ამოცანა.

"გარე ჩარევის საფრთხეები ერთი ორად მაღალია საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკაშია. მნიშვნელოვანი ინტერესების გზაჯვარედინზე მდებარეობს. ქვეყანას ესაჭიროება დაცვის ისეთივე მექანიზმები, როგორიც სხვა განვითარებულ დემოკრატიებს. მოქალაქეებს, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია, ვინ მონაწილეობს მისი ქვეყნის საჯარო პოლიტიკაში. ვინ მონაწილეობს იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში და ვინ ახდენს გავლენას იმ გადაწყვეტილებებზე, რაც თითოეულს და საზოგადოებას ეხება.

დემოკრატიის დაცვა გარე ჩარევისგან უნდა იყოს ზეპარტიული ამოცანა. წესით, მას ყველა პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. სამწუხაროდ, ყოფილ სახელისუფლებო პარტიას და მის ლობისტებს, რომლებიც ჯერ კიდევ წარმოადგენენ ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილს ჩვენს ქვეყანაში, დღემდე ვერ წარმოუდგენია ხელისუფლებაში ყოფნის გარეშე თანაცხოვრება ჩვენს თანამოქალაქეებთან. ძალაუფლების პირობებში კი როგორ იქცევიან საქართველომ ერთხელ ნახა და არასდროს განმეორდება. კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ დემოკრატიულ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს, ამიტომ ცდილობს, ხელისუფლებაში დაბრუნებას არჩევნების გვერდის ავლით, დესტაბილიზაციით და პოლიტიკური სისტემისთვის ძირის გამოთხრით. ეს არ გაგივათ! მინდა, მივმართო ახალ თაობას, ძვირფასო ახალგაზრდებო, იცოდეთ, სანამ თქვენ ქუჩაში აქციებზე დგახართ, პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიევროპული ოპოზიცია ცდილობს და ელოდება მოვლენების ძალადობრივი სცენარით განვითარებას. ეს არის მათი ბოლო შანსი, ოღონდ თქვენს ხარჯზე. ჩვენი ქვეყნის წინსვლას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

12:15

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

screenshot-2024-05-14-123946-1715676058.png

პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. სამართალდამცავებს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

მომიტინგეები სკანდირებენ: "საქართველო". ისინი პროტესტს საყვირების გამოყენებითაც გამოხატავენ.

პარლამენტის მარჯვენა შესასვლელთან გზა კვლავ საპოლიციო ძალას აქვს გადაკეტილი.