თინა ბოკუჩავა და მარიამ ლაშხი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ?! - რას აცხადებს ნინო წილოსანი - კვირის პალიტრა

თინა ბოკუჩავა და მარიამ ლაშხი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ?! - რას აცხადებს ნინო წილოსანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, "ქართული ოცნების" დეპუტატ მარიამ ლაშხს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა ფიზიკურად შეეხო.

მისი განცხადებით, ბოკუჩავამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ, მარიამ ლაშხს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაც სუფთა "ნაცური" საქციელია.

"თინა ბოკუჩავა რომ მარიამ ლაშხს ფიზიკურად შეეხება, ეს სუფთად "ნაცური" საქციელია!

თუმცა, თინა ბოკუჩავას მოწოდებით პარლამენტის წინ რომ აქციებს აწყობთ ეს უკვე დიაგნოზია", - წერს ნინო წილოსანი.

"ინტერპრესნიუსი"