პუტინის პრესმდივანი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - "ეს არის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა" - კვირის პალიტრა

პუტინის პრესმდივანი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - "ეს არის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა"

კრემლში ხედავენ საქართველოს ხელისუფლების სურვილს, არ დაუშვას შიდა საქმეებში ჩარევა - ისევე, როგორც ხედავენ ამ ჩარევის მცდელობას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ, ერთი მხრივ, კონსტატაციას ვახდენთ საქართველოს ხელმძღვანელობის მყარ სურვილისა, რომ დააზღვიონ თავისი ქვეყანა დაუფარავი ჩარევისგან შიდა საქმეებში, როგორც იქცევიან მსოფლიოს ქვეყნების უდიდესი ნაწილი. მეორე მხრივ, ვხედავთ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას. საქართველოს მიმართ სანქციების მუქარებიც გვესმის, თუ ისინი ამა თუ იმ კანონს მიიღებენ - ეს რა არის, თუ არა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა?“ - განაცხადა პესკოვმა.