"ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს" - რას წერს ლევან ბერძენიშვილი? - კვირის პალიტრა

"ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს" - რას წერს ლევან ბერძენიშვილი?

მწერალმა და ფილოლოგმა ლევან ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, სადაც აღნიშნა, რომ კავკასიის უნივერსიტეტში დაკავებულ თანამდებობას ტოვებს:

"ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, შესაბამისად, ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს" - წერს ლევან ბერძენიშვილი.

"29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა ჩემი გაშვება სამსახურიდან, რადგან "ბიძინას ვაგინებდი" (ეს ტყუილია, არ მიგინებია, უბრალოდ მკაცრად გავაკრიტიკე "ოფშორების კანონის" გამო, თუმცა მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა).როგორც ჩანს, ჩემი გაგდება საჩქარო იყო, 7 მაისს გამოიცა ბრძანება და გამიშვეს სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით (პოლიტიკური დევნა ჯერ არ იწერება ბრძანებებში).თუ ამ ხელისუფლებას ეს უმსგავსობა გაუვიდა, რეპრესიები მომავალში საყოველთაო გახდება და შეეხება ყველას.

P.S.ბევრ წერილს ვიღებ სტუდენტებისგან, ითხოვენ მხარდაჭერას და პოზიციის დაფიქსირებას. მეგობრებო, როგორც აქამდე, რა თქმა უნდა, თქვენ გვერდით ვდგავარ ყველა სამართლიან პროტესტში" - წერს სოციალურ ქსელში სოსო ბერიკაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ბერიკაშვილის განცხადებას კახა შენგელია „რადიო თავისუფლებასთან“ გამოეხმაურა. რექტორი აცხადებს, რომ „სოსო ბერიკაშვილი არის არაკაცი და ამ სიტუაციას იყენებს მისი პოლიტიკური კარიერისთვის“.