"არავის გვეშინია - აბა მოვიდეს და დამიძახოს!" - არჩილ თალაკვაძე აქციის მონაწილეების რეპლიკებზე, რომ უმრავლესობის წევრები „მონები“ და „მოღალატეები“ არიან - კვირის პალიტრა

"არავის გვეშინია - აბა მოვიდეს და დამიძახოს!" - არჩილ თალაკვაძე აქციის მონაწილეების რეპლიკებზე, რომ უმრავლესობის წევრები „მონები“ და „მოღალატეები“ არიან

არასერიოზულია და არავის გვეშინია, სისულელეა, - ასე უპასუხა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტის კითხვას, გრძნობდა თუ არა ის უხერხულობას „რუსული კანონის“ მიღებით.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით მიიღო, უმრავლესობის წევრებს სხდომათა დარბაზის ხმაურის ფონზე დატოვება მოუწიათ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომლის მიხედვითაც, „ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ქვეყანას ღალატობს“, თალაკვაძემ უპასუხა, რომ „ქვეყანას უღალატა მან, ვინც მხარს არ უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას, დემოკრატიის დაცვას უცხოური ჩარევისგან“.

ასევე, ჟურნალისტის კიდევ ერთ რეპლიკაზე, რომ პარლამენტთან მყოფი მოქალაქეები უმრავლესობის წევრებს, „მონებს და მოღალატეებს“ ეძახიან, თალაკვაძემ ასე უპასუხა: „აბა, მოვიდეს და დამიძახოს“, რის შემდეგაც მან პარლამენტის შენობა დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"