პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე კიდევ ორი პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე კიდევ ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე პროტესტის დროს, კიდევ ორი პირი დააკავეს.

ისინი პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც პარლამენტის შენობაზე სხვადასხვა შინაარსის წარწერებს აკეთებდნენ.

აღნიშნულ ფაქტს საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების გაღიზიანება მოჰყვა.

პროტესტის მონაწილეები პარლამენტის წინა შესასვლელთან გადავიდნენ, სადაც რკინის ჯებირებია დამონტაჟებული. ისინი პროტესტის ნიშნად ჯებირებზე აბრახუნებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 აპრილის ქუჩაზე პოლიციელთა რაოდენობა გაზარდა.

"ინტერპრესნიუსი"