თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული - კვირის პალიტრა

თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული

რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანთან, სპეციალური დანიშნულების რაზმისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.

ადგილზე, ასევე, განთავსებულია წყლის ჭავლისა და სახანძრო-სამაშველო დახმარების მანქანები.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას აპროტესტებენ.

"ინტერპრესნიუსი"