აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს - კვირის პალიტრა

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

მათ რუსთაველის გამზირზე, კერძოდ კი ქაშვეთის ეკლესიისა და პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს და ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. ამ ფორმით ისინი პირისპირ დგანან შსს-ს სხვადასხვა დანაყოფების წინაშე.

ამ წუთებში, რუსთაველის გამზირის მთელ პერიმეტრზე, კერძოდ, ჭიჭინაძის, ჩიტაძის ქუჩასა და ასევე, რუსთაველის გამზირზე განლაგებულია როგორც სპეცრაზმი და ასევე შსს-ს სხვა დანაყოფები. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „არა რუსულ კანონს!“.