"ვიცნობ ბატონ "ხარებას" და ახლა მას პირადად მივმართავ..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი? - კვირის პალიტრა

"ვიცნობ ბატონ "ხარებას" და ახლა მას პირადად მივმართავ..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ, ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვილ მეტ­სა­ხე­ლად „ხა­რე­ბა­ზე“ წერს, რომ პი­რა­დად იც­ნობს და მისი მი­სა­მარ­თით მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს

- ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ მე ვიც­ნობ ბა­ტონ ხა­რე­ბას. ესე­ნი რომ "ნა­ცე­ბის" დამ­თავ­რე­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბი­ან, ბა­ტო­ნი ხა­რე­ბა სოდ-ის სპეც­რაზ­მის უფ­რო­სი გახ­ლდათ ამი­ტომ, მას პი­რა­დად მივ­მარ­თავ. სპეც­რაზ­მე­ლე­ბი, რომ შენი შვი­ლის ასა­კის გო­გო­ებს ნიღ­ბე­ბი­დან შე ბო­ზოს ეძა­ხი­ან, თმით ათ­რე­ვენ, დე­დებს გვა­გი­ნე­ბენ, სა­ხე­ში და­მიზ­ნე­ბით სპრე­ის გვას­ხა­მენ, შენი ბრძა­ნე­ბაა შე არას­წო­რო კაცო.

რამ­დე­ნი ხა­ნიც არ უნდა გა­ვი­დეს, ვი­ფი­ცებ დე­დის სულს, ყვე­ლა ამ ბავ­შვის ჯიბრს ვიყ­რი შენ­ზე. ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვა რომ არ შვე­ლის, შენ ყვე­ლა­ზე კარ­გად იცი! მე­გობ­რე­ბო, მას შემ­დეგ , რაც არც მა­გი­ნეს, არც აგენ­ტი მე­ძა­ხეს, მო­მი­ლო­ცეთ, რომ თავს პრო...ად აღარ ვთვლი, რად­გან სპრეი შე­მას­ხეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი ბოლო დროს მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე არა­ერ­თხელ გაჟ­ღერ­და. უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ­მა ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რომ ვანო ნა­დი­რა­ძემ მა­ი­სის და­სა­წყის­ში და­წე­რა, რომ აქ­ცი­ა­ზე მის შვილს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. მან მომ­ხდარ­ში სპეც­რაზ­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.