აქციის მონაწილეებმა, რომლებიც პარლამენტთან მიმდებარე აქციიდან გმირთა მოედანთან გადაინაცვლეს, გზა გადაკეტეს - კვირის პალიტრა

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც პარლამენტთან მიმდებარე აქციიდან გმირთა მოედანთან გადაინაცვლეს, გზა გადაკეტეს

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც პარლამენტთან მიმდებარე აქციიდან გმირთა მოედანთან გადაინაცვლეს, გზა გადაკეტეს.

ამ დროისთვის, გმირთა მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად პარალიზებულია.

კერძოდ, საგზაო მოძრაობა შეზღუდულია გმირთა მოედანზე მდებარე ყველა ესტაკადაზე, ასევე, მოძრაობა პარალიზებულია ვარაზისხევისკენ ასასვლელ გზაზე და კოსტავას ქუჩისკენ მიმავალ გვირაბში.

პროტესტის მონაწილეებმა აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შეკრებილებს განუცხადეს, რომ გმირთა მოედანზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

“უცხოური გავლენის გამჭირვალობის მოწინააღმდეგების” ნაწილი საკანოდებლო ორგანოს წინაც რჩება.

"ინტერპრესნიუსი"