"ადამიანები ჩვენ იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვქმნის ემპათია. როგორ შეიძლება, ასეთმა გზამ კატასტროფისკენ არ მიგიყვანოს?!" - კვირის პალიტრა

"ადამიანები ჩვენ იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვქმნის ემპათია. როგორ შეიძლება, ასეთმა გზამ კატასტროფისკენ არ მიგიყვანოს?!"

"სრუ­ლი სო­ლი­და­რო­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­საც აკა­ვე­ბენ, აპა­ტიმ­რე­ბენ, ასეთ სა­ში­ნელ დღე­ში აგ­დე­ბენ...ეს არ არის საქ­ცი­ე­ლი, რო­მელ­ზეც შე­იძ­ლე­ბა თქვა, გა­დაც­დო­მა...ეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ტე­რო­რია!..." - ამის შე­სა­ხებ ფი­ზი­კოს­მა გია დვალ­მა "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ქვე­ყა­ნა უფსკრუ­ლის პი­რას დგას, ხოლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა თვით­გა­დარ­ჩე­ნის რე­ჟიმ­შია გა­და­სუ­ლი და პერ­მა­ნენ­ტუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბით, სა­კუ­თარ ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვას ცდი­ლობს.

"IQ-ზე და რა­ღა­ცებ­ზე რომ გვე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან... ის რაც ჩვენ გვქმნის ადა­მი­ა­ნე­ბად, ეს IQ კი არ არის, ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვენ იმი­ტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, IQ ChatGPT-ის ისე­თი ექ­ნე­ბა, სა­ერ­თოდ არა­ვის რომ არ მო­ე­ლან­დე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბად ჩვენ გვქმნის ემ­პა­თია – ის, რომ ჩვენ გვაქვს ემ­პა­თია მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის მი­მართ და მისი ღირ­სე­ბის მი­მართ და ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბას, ჯან­მრთე­ლო­ბას და სი­ცო­ცხლეს ვცემთ პა­ტივს, აი, ეს არის ადა­მი­ა­ნო­ბა. ასე­თი საქ­ცი­ე­ლი, რა­საც ჩვენ ვაკ­ვირ­დე­ბით, გა­დის ადა­მი­ა­ნო­ბის ჩარ­ჩო­ე­ბი­დან. ეს რა­ღაც უბე­დუ­რე­ბაა!.. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ასეთ­მა გზამ კა­ტას­ტრო­ფის­კენ არ მი­გიყ­ვა­ნოს?!...ეს არის საქ­ცი­ე­ლი ვი­ღაც ჯგუ­ფის, რო­მელ­საც უნდა, რომ ქვე­ყა­ნა გა­და­ჩე­ხოს. აქ არ არის ლა­პა­რა­კი პო­ლი­ტი­კა­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ში­ნა­გა­ნი, თუ გნე­ბავთ ზურ­გის ტვი­ნით გრძნობს, რომ ქვეყ­ნის გა­და­ჩე­ხას ლა­მო­ბენ. გააგრძელეთ კითხვა