"ნაცებიც" "ოპოზიციას" გვეძახდნენ ყველას. არ გამოვა ქვეყნის გაყიდვა და დახურდავება. ეგრე სადაა, ქვეყნის მომავალი ჩარეცხო. ხალხია რეალურად შენი უფროსი" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე? - კვირის პალიტრა

"ნაცებიც" "ოპოზიციას" გვეძახდნენ ყველას. არ გამოვა ქვეყნის გაყიდვა და დახურდავება. ეგრე სადაა, ქვეყნის მომავალი ჩარეცხო. ხალხია რეალურად შენი უფროსი" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე?

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამის შესახებ არაერთ პოსტს აქვეყნებს:

"არ გამოვა ქვეყნის გაყიდვა და დახურდავება.

სულ რომ იდეალური კანონი იყოს, მაშინაც კი ასე არ უნდა გადაახტე ამდენი ადამიანის მოთხოვნას, ხალხმა გიქირავა და ხალხია რეალურად შენი უფროსი და არა პირიქით. ასეთ უპატივცემულობას არ იმსახურებს არავინ.

მით უმეტეს, ეგრე სადაა, ქვეყნის მომავალი ჩარეცხო და ან ეს რა ვნებაა, უამრავ უცნობს, ნაცნობს, მეგობარს, შვილების მეგობრებს უცხო ქვეყნის აგენტად დარეგისტრირება აიძულო და ეს გახარებდეს, ოდნავადაც არ გერიდებოდეს?

არ გამოვა".

438137439-426646893407206-8806493719934370430-n-1715759865.jpg

"ასე რა, ხალხო, ასე, რა... ვერცერთი ადამიანი ვერ უნდა მოიხელთონ მარტო და დაუცველი.

დავითა ქაცარავას ცემის კადრებს რომ უყურა იმ 84-მა და მათმა ოჯახის წევრებმა, შვილებმა, რომელთა მეგობრებიც ასევე შეიძლება მსხვერპლი გახდნენ, გიენების ხროვა რომ შეესია ერთ უიარაღო კაცს და თავის არეში ურტყა, რაც ყოველთვის შეიცავს სიკვდილის საფრთხესაც, მინდა ვკითხო, როგორ ხართ? არავითარი არაფერი?

ყველაზე მეტად მორალისტობას ვერ ვიტან, ვერც მაქსიმუმის მოთხოვნას ადამიანებისგან და ყოველთვის ვცდილობდი სიყვარული შემენარჩუნებინა და მაქსიმალურად ვუფრთხილდებოდი ნაცების დროსაც, რომ საყვედური არ გამევლო გულში იმ კარგი ადამიანების მიმართ, რომლებიც "ვერ ხედავდნენ" როგორ გვექცეოდნენ ხალხს, მე ხომ არ ვაკეთებო, იუსტიციის სახლი ხომ კარგიაო, ასე იცავდნენ თავს საკუთარი სინდისისგან და მეც მინდოდა თვალი დამეხუჭა და მეფიქრა, ყველაფერი "უფროსობის ბრალია", თორემ ეს კარგი ხალხი გულში განიცდიდა-მეთქი.

ახლაც ასე მინდა გადავარჩინო ჩემს გულში იმედი, რომ ჩუმად მაინც იტანჯებით ისინი, ვინც ოცნებაში ხართ და ადამიანურ ხალხად გიცნობთ. და მაინც მეფიქრება ეს ფიქრი, ნუთუ არცერთს არ გიმტყუნებთ ნერვები? ერთიც არავინაა თქვენს შორის, ვინც იტყვის - არ ვმონაწილეობ, ხალხისკენ ვარ, ამ ფასად არაფერი მინდა! ამდენ ათას ადამიანში არავინ გიყვართ, არავისთან მეგობრობთ? რანაირად?ისევ იმ ფიქრს ეფარებით, რომ "ნაცებს ებრძვით"? "ნაცებიც" " *ოპოზიციას " გვეძახდნენ ყველას, გაგახსენებთ და ამგვარად ახერხებდნენ ათასობით ადამიანის დეჰუმანიზაციას", - წერს ფანჯიკიძე.

438137439-426646893407206-8806493719934370430-n-1715759795.jpg