"ღო­რე­ბი, ზუს­ტად ასე­თი კად­რე­ბით იწყე­ბა ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლის და­სას­რუ­ლის და­სა­წყი­სი, გონს მო­ე­გეთ" - ცნობილი მამების შვილები, რომლებიც კანონის წინააღმდეგ გამოდიან - კვირის პალიტრა

"ღო­რე­ბი, ზუს­ტად ასე­თი კად­რე­ბით იწყე­ბა ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლის და­სას­რუ­ლის და­სა­წყი­სი, გონს მო­ე­გეთ" - ცნობილი მამების შვილები, რომლებიც კანონის წინააღმდეგ გამოდიან

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე პე­რი­ო­დუ­ლად მე­დი­ა­ში ჩნდე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შვი­ლე­ბი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებს მხარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ ან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ქმე­დე­ბებს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

შეგ­ვიძ­ლია გა­ვიხ­სე­ნოთ კომ­პა­ნია "ვი­სო­ლის" მე­წი­ლის, ლე­ვან ფხა­კა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლის, ანი ფხა­კა­ძის გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ გული სწყდე­ბო­და, მისი ოჯა­ხის მი­მართ ნე­გა­ტი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო.

"დღეს მე ძა­ლი­ან გული მწყდე­ბა, რომ ვხე­დავ ამ ბოლო დღე­ებ­ში ჩემი ოჯა­ხის მი­მართ ნე­გა­ტი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას.

ჩვენ გა­ვი­ზარ­დეთ და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით და ყვე­ლა, ვინც იც­ნობს ჩემს ოჯახს ან ჰქო­ნია მათ­თან მცი­რე­ო­დე­ნი შე­ხე­ბა, ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რომ ისი­ნი ყო­ველ­თვის გვერ­დში უდ­გა­ნან ქარ­თველ ხალ­ხს და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯახ­სა თუ მის გა­რეთ ამ­კვიდ­რე­ბენ სწო­რედ რომ და­სავ­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და ფა­სე­უ­ლო­ბებს.

მე ყო­ველ­თვის გვერ­დში ვუდ­გა­ვარ და ვედ­გე­ბი ჩემს სა­ქარ­თვე­ლოს, ჩემს ოჯახ­სა და ჩემს მე­გობ­რებს! არა რუ­სულ კა­ნონს!"

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მა­ნამ­დე ლე­ვან ფხა­კა­ძემ მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ "გამჭვირ­ვა­ლო­ბის და ღია პრო­ცე­დუ­რე­ბის/რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და დე­მოკ­რა­ტი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა".

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი გა­ო­ცე­ბუ­ლი და­ტო­ვა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის (უც­ნო­ბის) ქა­ლიშ­ვი­ლის ირი­ნა გა­ჩე­ჩი­ლა­ძის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა პოსტმა. ირი­ნამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ინ­სტაგ­რა­მის" პი­რად გვერ­დზე, "სთო­რი­ში“ აქ­ცი­ის დროს გა­და­ღე­ბუ­ლი ერთ-ერთი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ჩანს, რომ პო­ლი­ცია ხალ­ხს ურტყამს.

"ღო­რე­ბი, ზუს­ტად ასე­თი კად­რე­ბით იწყე­ბა ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლის და­სას­რუ­ლის და­სა­წყი­სი, გონს მო­ე­გეთ“, - წერ­და ირი­ნა.

გააგრძელეთ კითხვა