" ვეტოზე თუ იქნება განხილვა, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებთ, მაგრამ..." - გიორგი ვაშაძის პასუხი კითხვაზე: რას აპირებს ოპოზიცია - კვირის პალიტრა

" ვეტოზე თუ იქნება განხილვა, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებთ, მაგრამ..." - გიორგი ვაშაძის პასუხი კითხვაზე: რას აპირებს ოპოზიცია

ვეტოზე თუ იქნება განხილვა, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებთ, მაგრამ სხვა არცერთი საკითხი არ არსებობს საქართველოს დღის წესრიგში, იმიტომ, რომ [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი] პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის გზას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან ბოიკოტის რეჟიმზე საუბრისას განაცხადა.

ვაშაძის თქმით, სადაც „რუსული კანონის“ თემა იქნება, იქ თავიანთ პოზიციას აუცილებლად დააფიქსირებენ.

„პირველი ის, რომ არ არსებობს სხვა თემა, გარდა „რუსული კანონისა“ ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ გუშინდელი ხმის მიცემით სრულიად კონსტიტუციის მიღმა დააყენა თავისი თავი „ქართულმა ოცნებამ“. აქედან გამომდინარე ვეტოზე თუ იქნება განხილვა, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებთ, მაგრამ სხვა არცერთი საკითხი არ არსებობს საქართველოს დღის წესრიგში, იმიტომ, რომ [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი] პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის გზას.

ვეტოსთან დაკავშირებით, გვექნება კონსულტაციები. სადაც არის „რუსული კანონის“ თემა, იქ ჩვენ პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებთ. სხვა არცერთი საკითხი ამ ქვეყანაში არ არსებობს, იმიტომ, რომ ყველა სხვა კანონი რეჟიმის განმტკიცების კანონია“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის მუშაობას პოლიტიკური ბოიკოტი „სტრატეგია აღმაშენებელმა“ გუშინ გამოუცხადა.

ამასთან, საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში გადასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“, ასევე პოლიტიკურმა პარტიამ „მოქალაქეები“.

საპარლამენტო ოპოზიციის ეს გადაწყვეტილება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის დამტკიცებას უკავშირდება.

"ინტერპრესნიუსი"